9 განსაცვიფრებელი მიზეზი წყალბადის ზეჟანგის აგარაკზე წასაღებად

სოდასა და ძმართან ერთად წყალბადის ზეჟანგიც შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე უნივერსალურ საშუალებად მივიჩნიოთ. ის ძირითადად ჭრილობების დეზინფექციისთვის გამოიყენება, თუმცა წყალბადის ზეჟანგს კიდევ ერთი მოხმარების სფერო აქვს და ეს თქვენი ბაღია.

წყალბადის ზეჟანგი სრულიად უვნებელია ნებისმიერი ბაღისა და აგარაკისთვის, თანაც იაფია.

1. წყალბადის ზეჟანგი დაავადებულ მცენარეებს განკურნებაში ეხმარება

განსაკუთრებით სასარგებლოა ფესვის ხრწნის დროს. შეურიეთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ნაზავი წყალს (1:2) და მოასხით მცენარის დაზიანებულ ფესვებს.

2. წყალბადის ზეჟანგი იცავს მოჭრილ მცენარეებს ინფექციისგან
ხეების ფოთლებსა და ფესვებზე ინფექცია შესანიშნავად იკურნება წყალბადის ზეჟანგით. უხვად
შეასხურეთ წყალში გაზავებული წყალბადის ზეჟანგი მცენარის დაზიანებულ ნაწილებს.

3. წყალბადის ზეჟანგი აჩქარებს თესლის აღმოცენებას
დათესილი მალე რომ ამოვიდეს, დათესვამდე გააჩერეთ წყალბადის ზეჟანგისა და წყლის მსუბუქ ნაზავში რამდენიმე წუთს.

4. წყალბადის ზეჟანგი აფრთხობს მავნე მწერებს

უარი თქვით ძვირადღირებულ ქიმიკატებზე და მავნებლებისგან დასაცავად შეასხურეთ მცენარეს 1%-იანი წყალბადის ზეჟანგი.

5. წყალბადის ზეჟანგი აძლიერებს ფესვებს
მცენარე რომ ჯანმრთელი იყოს, მას ძლიერი ფესვები უნდა ჰქონდეს. ამისათვის მორწყეთ ის ცოტაოდენი წყალბადის ზეჟანგით.
ხოლო, თუ მცენარის გარშემო წყალბადის ზეჟანგისა და წყლის ნაზავს მოასხურებთ, ეს მცენარის ფოთლებს გამოაცოცხლებს.

6. წყალბადის ზეჟანგი ანიავებს ნიადაგს
ნებისმიერ მცენარეს სიცოცხლისათვის სამი რამ სჭირდება: საკვები, წყალი და ჰაერი. თუ ზედმეტად ნოყიერი მიწა გაქვთ, მცენარე ცუდად გაიზრდება. დაამუშავეთ მცენარის ფესვები წყლისა და წყალბადის ზეჟანგისა 2:1 ნაზავით, რათა მის გარშემო ნიადაგი განიავდეს.

7. წყალბადის ზეჟანგით შესაძლებელია ბაღისთვის საჭირო ინვენტარის დეზინფიცირება

ინვენტარის დეზინფიცირება თავიდან აგარიდებთ მცენარეთა დაავადებას. მისი დეზინფექცია განსაკუთრებით მნიშნელოვანია სოკოს აღმოჩენისა და მისი განადგურების შემდეგ. უბრალოდ მოათავსეთ ინვენტარი 3,5 ლ წყალში და დაუმატეთ 2 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი.

8. დაუმატეთ წყალბადის ზეჟანგი სარწყავ წყალს
სარწყავი წყალი, რომ უფრო სასარგებლო იყოს, დაუმატეთ მას ცოტაოდენი წყალბადის ზეჟანგი.

9. წყალბადის ზეჟანგი ანადგურებს ობს
ტენიანობა, მიწა და სიცხე - იდეალური კომბინაციაა ობის წარმოსაქმნელად. მის გასანადგურებლად დაუმატეთ 10 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი 1 ლ წყალს და ყოვედლღიურად ასხურეთ ნიადაგს მანამ, სანამ ის არ გაქრება.

კომენტარის დამატება