ნატურალური სასუქი მცენარეებისთვის, რომელიც თავად შეგიძლიათ დაამზადოთ

სასუქში ფულის დახარჯვას არ გირჩევთ, რადგან ის სახლშიც შეიძლება მოიძიოთ.
მაგნიუმის სულფატი+ პომიდორი, წიწაკა, ვარდი
მაგნიუმის სულფატი ყველა აფთიაქში იყიდება და გამოიყენება, როგორც საფაღარათე და ნაღველმდენი საშუალება. ნიადაგის გასამდიდრებლად წყალში გაურიეთ 2-3 სუფრის კოვზი მაგნიუმის სულფატი და მორწყეთ თქვენი მცენარეები. ეს ნარევი ძალიან უხდება პომიდორს, წიწაკებს და ვარდებს, ასევე ოთახის მცენარეებს.

ლუდი+გაზიანი წყალი+მწვანე გაზონი

იმისათვის, რომ თქვენი გაზონი იდეალურად გამოიყურებოდეს, მოამზადეთ შემდეგი ნარევი: ერთი ბოთლი ლუდი, ერთი ქილა გაზიანი სასმელი, მაგალითად სპრაიტი, ½1/2 ჭიქა პირის ღრუში გამოსავლები სითხე, ½1/2 ჭიქა
ჭურჭლის სარეცხი სითხე, ½1.2 ჭიქა ნიშადურის სპირტი. გადაურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში და მორწყეთ თქვენი გაზონი და მცენარეები, უმჯობესია ეს დილით ადრე გააკეთოთ.

ბანანის ქერქი+ვარდები
ვარდს ძალიან უყვარს კალიუმი, ამიტომ ვარდის ბუჩქის ქვეს გირჩევთ ჩამარხოთ ბანანის ქერქი ან თავად ბანანი.


კვერცხის ნაჭუჭი + კარტოფილი, გოგრა, პომიდორი
აიღეთ დაახლოებით 20 კვერცხის ნაჭუჭი და ადუღეთ 5 ლიტრ წყალში. გადმოდგით ცეცხლიდან და დააყენეთ 8 საათის განმავლობაში. გაატარეთ ეს ნაზავი საცერში და მორწყეთ თქვენი მცენარეები.

ყავის ნალექი+ჰორტენზია
ყავის ნალექი ძალიან კარგი საშუალებაა ნიადაგის გასამდიდრებლად. ის ძალიან უხდება გორტენზიას, ასევე მაგნოლიასა და აზალიას. ნალექი უბრალოდ მოაყარეთ მიწას, ეს სავსებით საკმარისი იქნება.

პური ან საფუარი+პიონები
შეაგროვეთ შავი პურის ნარჩენები და ორცხობილები, ჩაყარეთ ქვაბში და დაასველეთ. დატოვეთ ერთი კვირა. ეს სასუქი ბევრ მცენარეს უხდება. არ უხდება ხახვს, ნიორსა და კარტოფილს.

ჟელატინი
ჟელატინი აზოტის წყაროა. ერთი კოლოფი ჟელატინი ერთ ჭიქა ცხელ წყალში გახსენით, გადააზავეთ 3 ჭიქა ცივ წყალში და მორწყეთ ოთახის მცენარეები.

მწვანე ჩაი
მწვანე ჩაის ნაყენი ყვავილებისთვის 4 კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

რძის ფხვნილი
ეს კალციუმის წყაროა, რაც ძალიან სჭირდებათ მცენარეებს. მისი გამოყენება ძალიან ადვილია. შეგიძლიათ გახსნათ წყალში ან უბრალოდ მიწას მოაყაროთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები