რომელი ყვავილები დაამშვენებს თქვენს ბაღს - ლამაზად მოყვავილე და უპრეტენზიო ბაღის მცენარეები

თუ ბაღში საუცხოო, ლამაზი ყვავილების გახარება გადაწყვიტეთ, ვეცდებით, რამდენმე რჩევა მოგცეთ. შემოგთავაზებთ ყველაზე ლამაზი და რაც მთავარია, უპრეტენზიო, ადვილად მოსავლელი ყვავილების ჩამონათვალს, არჩევანი კი თქვენთვის მოგვინდია.
ჩვენ შევარჩიეთ ისეთი სახეობები, რომლთა მოვლაც არ უკავშირდება პრობლემებს, არ მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და დროს.

მაშ ასე:



1. გეორგინები

შეგიძლიათ შეარჩიოთ ორი ფერის, ხასხასა და შედარებით ნაზი ფერის. ამ ყვავიოებისთვის შეარჩიეთ თქვენს ბაღში ყველაზე მზიანი ადგილი, დაყარეთ სასუქი. როდესაც გეორგონები გაიზრდება და მიაღწევს დაახლოებით 60 სმ-ს, მასზე უკეთესს ვერაფერს ნახავთ, ის თქვენს ბაღს საოცრად
დაამშვენებს. ადვილი მოსავლელია და პრაქტიკულად, ყველგან ხარობს. 



2. ბოსტანი ბაღში

სხვადასხვა ფერის, მწვანე, ყვითელი, სალათისფერი ყაბაყი თქვენს ბაღში ორიგინალური სანახავი იქნება, ის გარემოს საუცხოო ელფერს შესძენს.



3. ტკბილი ბარდა

ეს მცენარე შექმნილია იმისთვის, რომ დაამშვენოს და შემოევლოს ბაღის კონსტრუქციებს. ეს გახლავთ ძალიან ლამაზი, ფუმფულა სახეობა საუცხოო არომატით.



4. აციდანტერა

ეს ულამაზესი თეთრი ყვავილი შემოდგომისკენ ყვავილობს, თუმცა მისი გრძელი და ცოტა წვეტიანი ფოთლები მთელი ზაფხულის განმავლობაში ავსებს ნებისმიერ კლუმბს.



5. ქოთნის მცენარეები

რამდენიმე ლამაზი ქოთნის ყვავილი ყოველთვის გაალამაზებს თქვენს ბაღს. მოათავსეთ ისინი მიწაზე და თავად დარწმუნდებით, რა კარგი სანახავი იქნება.



6. ჩრდილის მოყვარული თამბაქო

თუ ბაღში ჩრდილიანი ადგილები გაქვთ, დიდფოთლებიანი თამბაქო თქვენთვის მისწრებაა. გარდა იმისა, რომ ის ძალიან ადვილი მოსავლელია, მშვენიერი არომატიც აქვს.



7. სოფლის კოსმეი

კოსმეას ჭირდება მზე, კარგი დრენაჟი და ქვიშა. გაითვალისწინეთ, რომ ისინი არ უნდა დარგოთ ერთმანეთთან ახლოს.



8. არომატული თაიგული
დარგეთ რამდენიმე ჯიშის ვარდი ერთად, ისინი სხვადასხვა დროს იყვავილებენ და მთელი სეზონი მშვენიერი თაიგული გექნებათ.



9. სითბოს მოყვარული მრავალწლიანი ნარგავები
ზოგიერთი მრავალწლიანი მცენარე შეგიძლიათ ისევე გაახაროთ, როგორც ერთწლიანი. ეს ძალიან არომატული მცენარეა.



10. პელარგონია
პელარგონია შეგიძლიათ დათესოთ ბორდიურის გასწვრივ. შეარჩიეთ ისეთი ჯიშები, რომელიც მალე იფურჩქნება. ამ მცენარის ფოთლებით ჩაის დაყენებაც არის შესაძლებელი და ნაყინში დამატებაც კი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები