როდოდენდრონი, იგივე აზალია, ნებისმიერი ბაღის მშვენებაა. მისი ქოლგისებრი ყვავილები იმდენად კარგად ყვავის, რომ ხშირად მცენარეს ფოთლები საერთოდ არ უჩანს. ეს ყვავილი წითელ წიგნშია შეტანილი, ასე რომ, მისი გახარებით არა მარტო საკუთარ ბაღს გაალამაზებთ, ფაუნასაც გადაარჩენთ.
მოყვავილე როდოდენდრონი
დარგვისა და მოვლის წესები
1. პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ ადგილი. როდოდენდრონს უყვარს ნახევრად ჩრდილი, მშვიდი ადგილი, სადაც არ იქნება ორპირი ქარი.არ ღირს როდოდენდრონის ფოთლოვანი მცენარეების გვერდით დარგვა, ისინი ერთმანეთს ხელს შეუშლიან.
2. ყურადღება მიაქციეთ ნიადაგს. ღოდოენდრონს უყვარს მჟავე ნიადაგი. თუ თქვენი ნიადაგი თიხანარევია
ტორფის ყიდვა მოგიწევთ.
3. როდოდენდრონის ნერგები დარგვამდე ერთი საათით ადრე წყალში უნდა მოათავსოთ. ასევე მიწა წყლით უნდა იყოს გაჟღენთილი. სიღრმე 15 სმ-ია რეკომენდირებული.
4. ყურადღება უნდა მიაქციოთ მორწყვის სიხშირეს. მოზრდილი ბუჩქი კვირაში 2-3 ჯერ ირწყვება 10 ლიტრი წყლით, შედარებით ახალგაზრდა უფრო ხშირად, თუმცა არა უხვად. ყვავილობის დროს ბუჩქი შეგიძლიათ გარედანაც დანამოთ. წყალი უნდა იყოს მომჟავო, საამისოდ მას უნა შეურიოთ ლიმონის მჟავა ან ძმარი, 3-4 სუფრის კოვზი 10 ლიტრ წყალზე.
5. კარგი იქნება თუ ბუჩქის ირგვლივ მიწას პერიოდულად გააფხვიერებთ, თუმცა ამ დროს ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან აზალიას ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს და მისი დაზიანება ძალიან ადვილია.
6. აკონტროლეთ მცენარე და მაშინვე მოაჭერით დამჭკნარი ფოთლები და ყვავილები. პირველ წელს კარგი იქნება ჯერ კიდევ არაყვავებული ყვავილების მოჭრა, რათა შემდეგ წელს მცენარემ კარგად იყვავილოს.
7. სასუქად როდოდენდრონისთვის ნებისმიერი საშუალება გამოდგება, მთავარია შეიცავდეს ფოსფორსა და კალიუმს. ნიადაგს განოყივრება წელიწადში სამჯერ ჭირდება, გაზაფხულზე, ივნისში, ყვავილობის შემდეგ და შემოდგომით.