როგორ შევარჩიოთ მცენარის თესლი სწორად

სულ მალე აგარაკის სეზონი დაიწყება. ახლა სწორედ ის დროა, თესლები რომ უნდა შეარჩიოთ და შეიძინოთ. როგორ შევარჩიოთ სწორად?

როგორ შევარჩიოთ?

პირველ რიგში ყურადღება გაამახვილეთ შეფუთვაზე, ნუ მოგხიბლავთ ლამაზი შეფუთვა ლამაზი ნახატებით. იცოდეთ, უბრალო, ჩვეულებრივ ქაღალდში შეფუთული თესლი შესაძლოა ბევრად ხარისხიანი და კარგი იყოს. აი, შეფუთვაზე განთავსებული ინფორმაცია კი კარგად უნდა შეისწავლოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შენახვის ვადას, როდის ეწურება და ასევე მასას, უმჯობესია ცალობით იყოს მითითებული.

ნუ შეიძენთ ეგზოტიკას

თუ ახალბედა მებაღე ბრძანდებით, გირჩევთ მაქსიმალურად მარტივი მცენარეები შეარჩიოთ, ნაკლებად პრეტენზიული, რომელიც
ადვილად ხარობს.

ჩაიწერეთ სახელწოდება

გირჩევთ თესლების შეფუთვა არ გადაყაროთ და შეინახოთ. თუ ესა თუ ის ჯიში კარგად გაიხარებს, იგივე თესლის შეძენა შემდეგშიც დაგჭირდებათ. ნუ ენდობით მხლოდ მეხსიერებას.

შეიძინეთ ჰიბრიდი თესლები

ასეთი თესლები რჩეული ჯიშების შეჯვარებით იქმნება. შეჯვარების მთავარი მიზანი გაზრდილი მოსავლიანობაა.

 შეიძინეთ მეტობით

ეცადეთ თესლები მეტობით შეიძინოთ. თუ მითითებულია მაგალითად 10 თესლი, შესაძლოა მხლოდ 7-მა გაიხაროს და ეს აბსოლუტურად ნორმალურია, ასე რომ, ეს მომენტი აუცელებლად გაითვალისწინეთ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები