მარიამ ქადაგიშვილი დიასახლისია. როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდობიდან უყვარს ყვავილები. სწორედ ამ სიყვარულის და დიდი შრომის დამსახურებაა მისი ბაღი გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში, რომელიც ასე ხიბლავს ახლა მნახველებს.
- ახალგაზრდობის წლებიდან მომდევს ყვავილების სიყვარული, ამათი მოვლა-მოფერება ცხოვრების წესად მექცა. სანამ შვილები პატარები იყვნენ, ისინიც მეხმარებოდნენ მოვლა-გაშენებაში, ახლა მარტო ვქმნი ჩემს პატარა სამოთხეს, რომელიც არა მარტო მე მიხარებს თვალს და გულს, არამედ ქუჩაში გამვლელსაც და სტუმარსაც. ვცდილობ, ისეთი ყვავილები დავთესო, რომლებიც წლის ყველა დროს ყვავიან.
ახლა იზოლაციაში ყოფნამაც განაპირობა, რომ კიდევ უფრო მასშტაბურად მომეწყო ეზო. იმდენი თავისუფალი დრო მქონდა, იდეები განვახორციელე.
ჩემი ყოველი დილა იწყება ყვავილებით, გრძელდება ყვავილებით და მთავრდება ყვავილებით. იმდენი შრომა სჭირდება ყვავილებს, ერთი დღეც რომ ვერ მოვიცალო მათთვის, უკვე იწყენენ. სულ მოფერება და მორწყვა სჭირდება.
ძირითადად მოყვავილე მცენარეები მაქვს. მაქვს მარადმწვანეებიც. მოვლის განსაკუთრებული მეთოდები არ მაქვს. ჩვენს სოფელში ცოტა წყლის პრობლემაა და ეგ მიშლის ხელს, ამ სიცხეში ხშირი მორწყვა სჭირდებათ.
ყველას ვურჩევ, დამწყებ დამწყებ მებაღეებსაც და იმათ, ვისაც ჯერ არ დაუწყიათ მებაღეობა, გიყვარდეთ ყვავილები. გულით დარგეთ, გულით მოუარეთ და გულით გაგახარებენ ყვავილებიც.
ყვავილივით ლამაზ ცხოვრებას ვუსურვებ ყველა ქალს.