ერთ-ერთი საინტერესო კომპოზიცია გავაკეთე ჯარისკაცის ჩაფხუტში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ეხურა ჯარისკაცს. ის ოკუპანტებს გადაურჩა... სიმბოლურია, რომ ჯარისკაცის ჩაფხუტში ყვავილების პატარა ბაღი გავაშენე, ეს ჩემთვის მშვიდობას, ახალ და ბედნიერ სიცოცხლეს ნიშნავს"
ზამთარში ყვავილების სამყაროში მოხვედრა არც ისე ადვილია, თუმცა, ამ სუსხში მაინც აღმოვაჩინე თბილისური სამოთხე. 18 წლის ანი ციციშვილს ავჭალაში ულამაზესი ორანჟერეა აქვს. იქაურობას 100-ზე მეტი სახეობის ეგზოტიკური მცენარე ამშვენებს. აგრარული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი მცენარეების გარდა, თუთიყუშებს - მრავალფერ ლორიკეტებსა და თევზებსაც უვლის.
- ყველაფერი გვიმრების მოვლით დაიწყო. ჯერ
- როგორ უვლი მათ?
- მცენარეს ყოველდღიური მოვლა სჭირდება. ვაკონტროლებ ტემპერატურასა და ჰაერის ტენიანობას. ტენიანობა 70%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, იდეალური კი 90%-ია. თუ ტენიანობა იკლებს, გამათბობელთან სველ ნაჭერს ვდებ - აორთქლებული წყალი ტენიანობას აბალანსებს.
ოკეანის თევზებისთვის აუზის გაკეთებას ვაპირებ. ამის შემდეგ ტენიანობის კლებასთან ბრძოლა აღარ დამჭირდება, ამ პატარა ეკოსისტემაში კლიმატი ბუნებრივად შეიქმნება.
- სასუქს ან რამე განსაკუთრებულ მინერალებს იყენებ?
- მცენარეებისთვის ყველაზე სასარგებლო აკვარიუმის წყალია, რომელშიც თევზები ცხოვრობენ. ყველაზე დიდი პრობლემა კი ფრთათეთრაა - პატარა თეთრი მწერი. მასთან გამკლავება რთულია. განაგრძეთ კითხვა