რომელი ბოსტნეული, ბუჩქები და ხეები არ უნდა დარგათ ერთმანეთთან

არსებობს მცენარეები, რომელთაც ერთმანეთთან არაფერი ესაქმება.
დიდი ხანია მებაღეობაში არსებობს მოსაზრება მცენარეების შეუთავსებლობის შესახებ, რომელზეც დამოკიდებულია შემდგომი მოსავალი და ხარისხი. ეს ეხება არა მარტო ბოსტნეულს, არამედ ყვავილებსა და მსხმოიარე ხეებსაც, ასევე ბუჩქებს. თუ ერთ მწკრივში იზრდება სხვადასხვა სახეობის მცენარე, ე.ი. ისინი ერთმანეთს იცავენ, ერთი სახეობის მცენარეებმა კი შესაძლოა ერთმანეთს გადასცენ ავადმყოფობა და ჭიებიც კი.

არსებობს ორი საბაზისო წესი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობენ მებაღეები.
არ შეიძლება ერთმანეთის გვერდით ერთი ჯიშის და სახეობის მცენარეების დარგვა თუ დათესვა, რათა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთმანეთს არ
გადასცენ დაავადებები და გამანადგურებელი მწერები.

მეზობელ მცენარეებს უნდა ჰქონდეთ განსხავავებული ვეგეტატიური მახასიათებლები და მომწიფების პერიოდი. ანუ თუ ერთი კულტურა მწიფდება და ისხამს ნაყოფს, მეორე მას მზიან ადგილს არ უნდა ეცილებოდეს.
როდესაც გვერდიგვერდ განთავსებული მცენერეები თრგუნავენ ერთმანეთს, ხდება მცენარის ზრდის და ნაყოფის განვითარების შეფერხება. ნეგატიურმა გავლენამ შესაძლოა მცენარის სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

ერთი სიტყვით, ერთმანეთისთვის შეუთავსებელი მცენარეების ერთად დარგვა არ შეიძლება.

რომელი მცენარეები არ შეიძლება იყოს ერთად

ხურტკმელი, მოცხარი და ჟოლო


ხურტკმელი და მოცხარი ერთად შეიძლება, ისინი ერთამენთს უხდებიან კიდეც, თუმცა მათი შავ მოცხარტან ერტად დაბინავება ნამდვილად არ გახლავთ მიზანშეწონილი.

მარწყვი ჟოლოსა და მჟაუნას საწინააღმდეგოდ


ჟოლო საკმაოდ აგრესიული მცენარეა, თუმცა მისი აგრესიის მოპასუხე გახლავთ მჟაუნა.
ჟოლო არ უნდა დაითესოს მარწყვთან ახლოს. მათი ფესვთა სისტემა ერთ დოეზეა განთავსებული და ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ.

წითელი და შავი მოცხარი ბლისა და ალუბლის საწინააღმდეგოდ

ეს ორი მცენარე ერთმანეთს ვერ იტანს, მოცხარი არ იზრდება, ხოლო ალუბალი არ ისხამს.

ვაშლი იასამნის საწინააღმდეგოდ

თურმე ამ ორი ხის დარგვაც არ შეიძლება ერთმანეთთან. ვაშლს არც ბლისა და ალუბლის გვერდით უყვარს ყოფნა.

ხახვი და ნიორი ბარდისა და ლობიოს წინააღმდეგ


კლასიკური შეხამებაა ხახვი და სტაფილო. ეს ორი კულტურა ერთმანეთს იცავს. ხახვი ასევე სალბთან ერთად არ უნდა იყოს განთავსებული.

ცერეცო უმრავლესობა ბოსტნეულის საწინააღმდეგოდ

ყველაზე პრობლემური მცენარე, რომელიც ვერავის ეგუება. ცერეცოს სუნი ბევრ მცენარეს აღიზიანებს. ასე რომ, ცერეცოს სხვა მცენარეებთან განთავსება არ ღირს.

კამა სტაფილოს წინააღმდეგ


სტაფილოს ბუზმა შესაძლოა კამას ზიანი მიაყენოს.

კარტოფილი გოგრისა და კიტრის საწინააღმდეგოდ


ეს ორი კულტურა ერთმანეთს თრგუნავს. კარტოფილის საუკეთესო პარტნიორი ისპანახი და ლობიოა.

გოგრა კიტრისა და ყაბაყის საწინააღმდეგოდ

გოგრა მეზობლების მიმართ მომთხოვნი არ არის, თუმცა მომთხოვნია წინამორბედის მიმართ.
მისთვის საუკეთესო კულტურებია კარტოფილი, ლობიო და ხახვი. ასევე კომბოსტო. არ შეიძლება გოგრის დათესვა კიტრის და ყაბაყის შემდეგ.

ასევე იხილეთ ამ თემაზე:

რომელი ბოსტნეული უნდა დავთესოთ ერთად და რომელი - არა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები