ბაღისთვის მრავალწლოვანი ბუჩქების შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი მომავალი გაბარიტები, ფერი, ზრდის სიწრაფე, ხასიათი, ყვავილობის სიხშირე და ფაქტურა. მოყვავილე ბუჩქები გამოიყენება ბაღის დეკორაციისთვის. ამ ტიპის ბუჩქები ყვავილობის შემდეგაც კი განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ ნებისმიერ სივრცეს.
შევეცდებით გაგაცნოთ ყველაზე გავრცელებული მოყვავილე ბუჩქები, რომელიც თქვენი ეზოს დეკორაციისთვის გამოგადგებათ.
ყველაზე გავრცელებული მოყვავილე ბუჩქების სამეულში შედის იასამანი, ჟასმინი და ძახველი. ეს გახლავთ დიდი ზომის, ულამაზესი მრავალწლოვანი ბუჩქები.
ძახველი
მრავალწლოვანი, უპრეტენზიო ბუჩქი. ეს მცენარე არის როგორც დეკორატიული, ისე სასარგებლო. ის ბაღს ნებისმიერ სეზონზე ამშვენებს. კარგად
იზრდება აზიის და ევროპის საშუალო კლიმატში. ადვილად იტანს ყინვას. აქვს ულამაზესი ყვავილები. არის ასევე საკმაოდ სასარგებლო კენკრა, რის გამოც მებაღეების დიდი სიყვარულით სარგებლობს.
იასამანი
იასამანი თითქმის მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. არის ადვილი მოსავლელი, აქვს ულამაზესი ყვავილები და ძალიან სასიამოვნო სურნელი. იასამანი სხვადსხვა შეფერილობისა და ფორმისაა.
გარდა სიალამაზისა, იასამანი საკმაოდ სასარგებლო მცენარედ ითვლება და წარმატებით გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.
ლანდშაფტის დიზაინის კუთხით ის ნებისმიერი ტიპის ბაღს უხდება.
ჟასმინი
ბაღის ჟასმინი, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, რეალურად არის არა ჟასმინი, არამედ დეკორატიული ბუჩქი. ხალხში ის ჟასმინთან ასოცირდება. ის დამსახურებულად ითვლება მრავალწლოვანი ბუჩქების მეფედ. მებაღეები მას აფასებენ მისი სილამაზით და არომატით, ასვე არის ძალიან მარტივად მოსავლელი.
ჰორტენზია
ჰორტენზია შესანიშნავი მოყვავილე ბუჩქია. ის ძალიან მოდურ მცენარედ მიიჩნევა და იმსახურებს კიდეც ამ წოდებას.
მას აქვს ფერთა დიდი პალიტრა და არის ბევრი სხვადასხვა ფორმის. ფლორისტების ერთ-ერთი საყვარელი მცენარეა. მიუხედავად არისტოკრატული გარეგნობისა რთულად მოსავლელი და მომთხოვნი ნამდვილად არ არის.
ანწლი
ანწლი არა მარტო დეკორატიული, სამკურნალო მცენარეცაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე ინტენსიურად გამოიყენება. ანწლი ძალიან დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და ამის მიზეზი შესაძლოა მისი სიმაღლე იყოს - საკმაოდ მაღალი ბუჩქია. სამხრეთში 3-დან 10 მ-მდე იზრდება. თუმცა ამ ხარვეზის აღმოფხვრა მცენარის სწორი მოვლითა და გაკრეჭით არის შესაძლებელი.
ეს ბუჩქი განთქმულია თავისი სურნელებით და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზად გამოიყურება. თუმცა არსებობს ცუდი სუნის მქონე ანწილიც, რომელსაც მღრღნელების საწინააღმდეგოდ იყენებენ.
ანწლი შესაძლოა იყოს როგორც ბუჩქის, ისე ხის მსგავსი.
ბუდლეა
ბუდლეა საკმაოდ ეფექტური დეკორატიული ბუჩქია, რომლის სიმაღლეც 1,5-დან 3 მ-მდე აღწევს. ლანდშაფტის დიზაინში ეს მცენარე ძალიან დაფასებულია მისი ფერების, ფორმის და თვისებების გამო.
ამ ბუჩქს პეპლების მაგნიტსაც უწოდებენ. ბუდლეას თავბრუდამხვევი არომატი პირდაპირ იზიდავს პეპლებს, რაც ულამაზეს სურათს ქმნის.
სპირეა
ასევე საკმაოდ ცნობილი დეკორატიული ბუჩქია, რომლის სიმაღლეც არ აღემატება 2 მ-ს. არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ფერის სპირეა.
სპირეა ორნაირი არსებობს - გაზაფხულზე მოყვავილე და ზაფხულში მოყვავილე.
სწორედ ამის გამო სპირეა ძალიან ფართოდ გამოიყენება ლანდშაფტის დიზაინში.
გლიცინია
ეს ულამაზესი მცენარე აღმოსავლეთიდან გახლავთ. ვერ იტანს სიცივეს და ამის გამო არც ისე ფართოდ არის გავრცელებული.
ლანდაშფტის დიზაინში გამოიყენება დეკორატიული ფანჩატურისა და ტერასებისთვის.
როდოდენდრონი
ეს უნიკალურო ჯიში 800 სახეობას აერთიანებს.
ბერძნულდან თარგმანში როდოდენდრონი ვარდისფერ ხეს ნიშნავს. ჯგუფურად განლაგებული როდოდენდრონი ულამაზესი სანახავია. დიზაინერები მის გახარებას ქვიან ადგილებში გვირჩევენ.
კლემატისი
კლემატისი ძალიან პოპულარული დეკორატიული ბუჩქია. ის ძალიან სწრაფად იზრდება და სათბურშიც მშვენივრად გრძნობს თავს. არსებობს კლემატისის ბვერნაირი ჯიში, სხვადასხვა ფორმის და ფერის.
ეს ბუჩქი ლანდშაფტის დიზაინის ფავორიტად არის მიჩნეული.
ვარდი
ვარდზე ბევრი საუბარი საჭირო ნამდვილად არ არის, მასზე შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ ნებისმიერი მებაღის საყვარელი მცენარეა და ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვარდი რომ არ უყვარდეს.
ლანდშაფტის დიზაინში ვარდის ნებისმიერი ჯიში ფართოდ გამოიყენება.