როგორ გავაკეთოთ ლამაზი ფანჩატური და პერგოლა აგარაკზე

გინდათ აგარაკზე ლამაზი ფანჩატური ან პერგოლა გქონდეთ? გაეცანით ჩვენს მასალას და დარწმუნებულები ვართ, აუცილებლად შეარჩევთ რომელიმეს საკუთარი აგარაკისთვის.

თუმცა, სანამ კონკრეტულად შერჩევაზე გადავიდოდეთ, მოდით ვნახოთ, რა სხვაობაა ფანჩატურსა და პერგოლას შორის.
პერგოლა გამოიყენება ბაღებსა და პარკებში, შესაძლოა იყოს როგორც დამოუკიდებლად განთავსებული, ისე შენობის გაგრძელება და ფანჩატურისგან განსხვავებით, კონსტრუქცია უფრო ხშირად გადაუხურავია.

თავდაპირველად პერგოლას უწოდებდნენ მთავარი შენობის გაგრძელებას, ბოძებზე მდგარ გადახურულ კონსტრუქციას, თუმცა იტალიური აღორძინების ეპოქიდან პერგოლა დაერქვა ნებისმიერ კონსტრუქციას, რომელიც იჭერდა ვენახს.


დღესდღეობით კი პერგოლამ შეიძლება ერთმ
ანეთთან დააკავშიროს ორი პავილიონი, ან ორი კარი. ერთი სიტყვით, პერგოლა არის იგივე ფანჩატური, ოღონდ სახურავის გარეშე.

ეს კი ფანჩატური და მოსასვენებელი კომპლექსი ბაღში.




ლამაზი ფანჩატური არა მარტო ლამაზი ელემენტია, არამედ სახლის მეპატრონის სიამაყეც გახლავთ. ეს ის ადგილია, სადაც ოჯახი და ახლობლები იკრიბებიან და სასიამოვნოდ ატარებენ დროს.

ფანჩატური შეიძლება იყოს ხის ან სხვა მასალის. კონსტრუქცია თავისთაvვად საკმაოდ მარტივია, თუმცა გარემოს განუმეორებელ ხიბლს სძენს.

ფანჩატური საკუთარი ხელით


იმისათვის, რომ ფანჩატური საკუთარი ხელით გააკეთოთ, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება დაგჭირდებათ.
პირველ რიგში აუცილებელია სათანადოდ შეფასოთ საკუთარი ძალები. თუ შესაბამისი გამოცდილება არ გაგაჩნიათ, გირჩევთ პირველად ფანჩატურს ნუ შეეჭიდებით. ფანჩატურის გაკეთება მოიცავს არა მხოლოდ ხის მასალასთან ურთიერთობას, არამედ ბეტონის საძირკველის ჩასხმასაც.

თუ მსგავსი რამ ცხოვრებაში ჯერ არ გაგიკეთებიათ, გირჩევთ მოიწვიოთ ხელოსნები და ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ.
ფანჩატურის ვიზუალი დამოკიდებულია მის ტიპსა და მასალაზე. მასალა კი შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, ხე, რკინა, თიხა, წალამი და ა.შ.


ბილიკი ფანჩატურამდე

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფანჩატურისკენ მიმავალი გზის, ბილიკის გაფორმება. ის უნდა იყოს მწვანე, კლუმბებით გაფორმებული. ამ ბილიკის გარეშე ფანჩატური არ იქნება ისეთი ეფექტური, მიტოვებულ ადგილს მოგაგონებთ, მოწყვეტილი იქნება საერთო სურათს.


ფანჩატურის დეკორატიულად გაფორმება

ფანჩატური ბევრნაირი არსებობს, ღია, შემინული, ნახევრად ღია და ა.შ.




კომენტარის დამატება