"წიწაკა დავრგე და ვნახოთ, რას იზამს" - ნინო ქათამაძემ აივანზე ბაღი გააშენა


"ჩემს აივანზე სიცოცხლის წყარო გაჩნდა და მიხარია" - ამბობს მომღერალი ნინო ქათამაძე, რომელმაც პანდემიის პერიოდში საკუთარი ბინის აივანი პატარა ოაზისად აქცია. გადაცემა "ახალი დღის" რუბრიკა "პროტოკოლში" მომღერალმა პანდემიის პერიოდში სახლში გატარებულ იშვიათ მომენტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს ფაქტობრივად, ახლიდან ისწავლა სახლში, ოჯახის წევრებთან ყოფნა.

პირველად დაიწყო მცენარეებთან ურთიერთობაც და აივანზე ქოთნებში გაახარა ყვავილები თუ მწვანილები. მათ თავად უვლის, მიწას უნოყიერებს და რწყავს.


"ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა და ვფიქრობ, ურთულესია, რადგან სადაც არ მივდიოდი, ყველა ადგილიდან გამოვრბოდი სახლში, რომ
დამეხედა ყვავილებისთვის - ქარი ხომ არ ამოვარდა, რაიმე ხომ არ დაეცათ... იმდენი რამე ვისწავლე, ისეთი არაჩვეულებრივი მებაღეები დავიმეგობრე და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდნენ ეს ადამიანები, არ მინდა მათ გარეშე არც ერთი დღე, ყველაფერი მასწავლეს.  წიწაკა დავრგე და ვნახოთ, რას იზამს, მაქვს ოხრახუში, კამა, კიტრები, რეჰანი, ყაბაყი და ყვითელი პომიდვრები. 
განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები