საკუთარი სახლის ან აგარაკის ეზოს მოწყობა ერთის მხრივ ძალიან კარგი საქმეა, მეორეს მხრივ - წარმოუდგენლად რთული. ზაფხულში ძალიან გინდა, რომ ბევრი დრო გაატარო სუფთა ჰაერზე, მიეფიცხო მზეს, დალიო ცივი ყავა და წაიკითხო წიგნი, ყვავილებსა და ლამაზ მცენარეებს შორის მდგარ საქანელა-სავარძელში.
სარემონტო და სამშენებლო ჰოპერმარკეტის „მიჰაუსი“ დიზაინერი გთავაზობთ ფუნქციონალურ და პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ მოაწყოთ ეზო ბიუჯეტურად.
თქვენი ეზოს სილამაზე იდეიდან იწყება. სწორედ იდეა დაგეხმარებათ, თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ. პირველ რიგში, აიღეთ ფურცელი და ფანქარი და გააკეთეთ მონახაზი. რა თქმა უნდა,
ბილიკი
ბილიკი მარტივი და ბიუჯეტური ვარიანტია, რომელიც ეზოს გაალამაზებს. ბილიკის ბევრნაირი ვარიანტი არსებობს: კერამიკული ფილები, ხის ფიცრებით, გადაჭრილი მორებით, ქვებით და ა.შ. ახლა, ძალიან ტრენდულია დექის იატაკი, რომელსაც გარე სივრცესა და აივნისთვის გამოიყენება. დექის იატაკის ბევრნაირი ვიზუალი არსებობს. არის პარკეტის ეფექტით, ხის ფიცრების, ქვების და კომბინირებული ვარიანტიც. ის მარტივად იწყობა ფაზლივით და ძალიან ადვილი მოსავლელია. ერთი ფილის ფასი 7 ლარიდან იწყება.
ბილიკების დახმარებით შეგიძლიათ ეზოს სივრცე რამდენიმე ზონად დაყოთ.
მცენარეები
ეზოს და ბაღის გასალამაზებლად, ერთ-ერთი უმთავრესი ლანდშაფტის მოწყობაა. იმისათვის, რომ თქვენს ეზოში პატარა ოაზისი შექმნათ, მცენარეები უნდა დარგოთ. მათი შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ მცენარე აუცილებლად გარე სივრცისთვის იყოს განკუთვნილი და სეზონის ცვლილებებს უძლებდეს. ყვავილები შეგიძლიათ ლამაზი ქოთნებითაც ჩადგათ ეზოში. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველებური ჭურჭელიც (სათლი, ქოთანი და სხვ). ძალიან ორიგინალური იქნება ძველებური ხის ბორბალი, ფერად-ფერადად შეღებილი საბურავები. თუ ყვავილების მოვლის დრო არ გაქვთ, მაშინ ხელოვნური ყვავილები შეიძინეთ.
რაც მეტი სიმწვანე იქნება, მით უფრო ლამაზი იქნება ეზო. მაგრამ თუ ეზოში ბალახის დათესვას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ ბალახის საკრეჭი მანქანა.
ექსტერიერის ავეჯი
შეარჩიეთ გარე სივრცისთვის განკუთვნილი ავეჯი. დაწნული, პლასტმასის ან რკინის. ბიუჯეტური ვარიანტია პუფები, რომლებსაც კარგ ამინდში გაიტანთ. არ დაგავიწყდეთ გრილის შესახებ. ბარბექიუს მოსაწყობად და მეგობრებთან ერთად საღამოს გასატარებლად, გრილი შეუცვლელია.
განათება
მზის ჩასვლის შემდეგ, სიმყუდროვისა და კომფორტის განცდას სწორი განათება შექმნის. დასვენების ზონაში შეგიძლიათ ააწყოთ ნათურების გირლიანდა, დაკიდოთ ფარნის სტილის დასაკიდი სანათი, ან პატარა ლამპიონები. ნათურების გირლიანდა ძალიან ლამაზია ხეზე, ან ფანჩატურში. გამოიყენეთ ეკონომ-ნათურები, რომელიც ძალიან ბიუჯეტურია და ელექტრო ენერგიასაც დაგიზოგავთ. არ არის აუცილებელი, მთლიანი ეზო გაანათოთ. საკმარისია შექმნათ ერთი მყუდრო კუთხე, სადაც საღამოობით დაჯდებით.
გაითვალისწინეთ, რომ ახლა ძალიან ტრენდულია ბუნებრივი მასალები: ხე, ქვა, კერამიკა, ბამბუკი და ა.შ.
ნახეთ იდეები ინსპირაციისთვის: