ზოგჯერ ადამიანებს უჩნდებათ სურვილი აგარაკზე რაღაც საოცარი, უცხო გააკეთონ, მაგალითად მოაწყონ იაპონური ბაღი. ეს ადვილი საქმე ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა შევეცდებით დაგარწმუნოთ, რომ თუ ადამიანს რაღაც ნამდვილად უნდა, შეუძლებელი არაფერია.
წარმოგიდგენიათ საკუთარი თავ სიმშვიდეში, ტბის პირას მჯდომარე, ირგვლივ კი საოცარი სიმწვანე? დიახ, ჩვენ იაპონურ ბაღზე ვსაუბრობთ. სქემატურად ის ასე გამოიყურება: წყალსაცავი, რომლის ნაპირებზეც განთავსებულია ხავსიანი ქვები, სურათს კი ლამაზი ბუჩქები სრულყოფს. ბუნებრივი ლანდშაფტიც მზად არის.
ზომასა და რელიეფს მნიშვნელობა არ აქვს
ნუ შეგაფერხებთ ის ფაქტი, თუ თქვენი ბაღი პატარა ზომის
არის, იაპონური ბაღის გაკეთება მიწის სულ პატარა მონაკვეთზეც კი არის შესაძლებელი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ზომა და რელიეფი არც ისე მნიშნელოვანია.
წყალი
წყალსაცავი იაპონურ ბაღში შესაძლოა იყოს სულ სხვადასხვა ფორმის, თუმცა არავითარ შემთხვევაში გეომეტრიული. ნაპირები, როგორც წესი, შეჭრილია. თავად წყალსაცავი უმეტესად პატარაა. წყალში მოთავსებულია ქვები ან ფილები ისე, რომ ადამიანმა მოახერხოს მეორე ნაპირზე გადასვლა.
ხიდი
თუ ხელოვნური ტბა ღრმაა, შეგიძლიათ გააკეთოთ ხიდი. იაპონელთათვის ბაღის ხიდს განსხვავებული დატვირთვა აქვს, მათთვის ხიდი ერთგვარი სიმბოლოა, ამიტომ ის შესაძლოა სულაც არ იყოს განკუთვნილი სიარულისთვის. ის შესაძლოა მიწაზეც კი იყოს გადებული. დადეთ ეზოში პატარა ამოზნექილი ხე და აღმოსავლური კოლორიტი თქვენს ბაღს გარანტირებული ექნება.
ქვები
ქვა სიმშვიდის სიმბოლოა. იაპონურ ბაღებშ მათ აჯგუფებენ. ერთი, ყველაზე დიდი, მოთავსებულია ცენტრში, გარშემო შედარებით პატარა ზომის ქვებია. სასურველია, რომ ქვები იყოს მომრგვალო ფორმის და სხვადასხვა ზომის. შეგიძლიათ გააფორმოთ ხავსით. ქვების კომპოზიცია იაპონური ბაღის მთავარი ნაწილია.
მცენარეები
ევროპულ ბაღებს ფერადი ყვავილები თუ ამშვენებს, იაპონური ბაღში ეს აქტუალური არ არის. ამ შემთხვევაში ფერი დომინანტი არ არის. საუკეთესო შემთხვევაში ის შესაძლოა იყოს ბაღის გარკვეული ნაწილის აქცენტი.
ღობე
იაპონურ ბაღში ღობეს ხშირად შეხვდებით. მას ან დეკორატიული დატვირთვა აქვს ან იაპონურ ბაღს საერთო ტერიტორიიდან გამოყოფს.
ეს ძალიან მოსახერხებელი ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ეგზოტიკური ბაღის გარკვეული ნაწილის მიმალვა გსურთ.
განათება
იაპონური ბაღის გასანათებლად სპეციალური სხვადასხვა ფორმის ნათურებს იყენებენ. აკეთებენ ასევე სანათებს, რომლებიც წყალთან არის დამონტაჟებული.
ბილიკები
ისევე, როგორც ტბას, ბილიკებს იაპონურ ბაღში არ უნდა ჰქონდეს სწორი გეომეტრიული ფორმა. ის უნდა იყოს დაკლაკნილი, რაც ადამიანის ცხოვრების სიმბოლოს წარმოდგენს.
და ბოლოს, იაპონური ბაღის მოწყობის დროს გახსოვდეთ, რომ ეს ბაღი არის არა სასეირნო ადგილი, არამედ მას დეკორატიული ფუნქცია აქვს.