ლალი ღოღელიანი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია, მინიჭებული აქვს ემერიტუსი პროფესორის საპატიო წოდება. დღესაც აქტიურად მუშაობს - პროფესორ-მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრში სხვადასხვა უნივერსიტეტის პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება და ტრენინგებს უტარებს. ბევრს მოგზაურობს, რადგან საერთაშორისო პროექტების კოორდინატორია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ცხოვრობს და საქმიანობს, წლების განმავლობაში საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში ოჯახთან ერთად საკუთარი ეზო-კარის ტერიტორიაზე ულამაზესი ბაღი გააშენა.
- ჩემი 42 წლის ბაღი მუდმივად მოითხოვს ზრუნვას, რადგან ცოცხალი ორგანიზმია და როგორც ადამიანს სჭირდება განვითარება, ასევე სჭირდება ბაღს. უნდა იყოს თანამედროვე, მაგრამ ძველი ტრადიციებიც შენარჩუნებული
ჰქონდეს.
- თბილისელი ოჯახი კახეთში მოხვდით...
- თოხლიაური თავად ჩერქეზიშვილების სოფელია, ამ გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი - ოთარ ჩერქეზიშვილი მამიდაჩემის მეუღლე იყო, ინჟინერ-მშენებელი, ღირსეული ადამიანი და თავისი სოფლის მოტრფიალე. მან გვირჩია აქ სახლის შეძენა 42 წლის წინ. პატარა სახლი იყო, მაშინდელი სტანდარტებით არ შეიძლებოდა დიდი სახლი გქონოდა. წლების განმავლობაში ეზო-კარს რაღაცებს ვამატებდით. ახლა ნაკვეთი 2200 კვმ-ია. გზის გადაღმა კიდევ გვაქვს ეზოს გაგრძელება, რომელიც ამავე ბაღის დიდი ფრაგმენტია და იქაც ამდენივე ფართობია. თუმცა იმ პატარა ეზოში გავზარდეთ შვილები და შვილიშვილები.
- აგროტურიზმითაც ხართ დაკავებული...
- ჩემი ორივე ვაჟიშვილი აგროტურიზმით დაინტერესდა. ორი წელია აგროტურისტული ცენტრი შევქმენით. ბიჭებმა პირველ სართულზე გააკეთეს მარანი, სადეგუსტაციო დარბაზი, ბაღი კი ამ ყველაფერს კარგ კომპონენტად ახლავს. ღია სივრცეა და ბევრ ადგილას შეიძლება დაჯდომა. არის გადახურული ადგილებიც, მათ შორის სუროთი, ხეივნები, სადაც შეიძლება მაგიდის გაშლაც. სახლი მრავალფუნქციური გახდა.
- თქვენს ბაღში ბევრი სიმწვანეა.
- დაახლოებით 30 წლის წინ ტყიდან ბევრი სურო ჩამოვიტანე და შემოვავლე ყველაფერს - ღობეებს, ხეებს. ზამთარ-ზაფხულ მწვანედ არის შემოსილი. არის სუროს ხეივნები, თაღები, ქვები, ფიგურები, მაგალითად, გვყავს სუროს სპილო და ბევრი ასეთი რამ. დიდ შრომას მოითხოვს, გაკრეჭა, მოვლა სჭირდება...
- ყველაფერში თავად ხართ ჩართული?
- ჩართული ნამდვილად ვარ, ოღონდ ფიზიკურად ვეღარ ვაკეთებ, მებაღე გვეხმარება, თუმცა ამ საქმეში ოჯახი (რძლები, შვილები) მთლიანად მონაწილეობს. ამ სიმწვანეში ნებისმიერი ყვავილის შეტანა სეზონის მიხედვით ამართლებს... ჩვენ არა გვაქვს ბაღი, სადაც მცენარეები გეომეტრიულად უნდა გაიკრიჭოს. ვცდილობთ, ბუნებრივი ლანდშაფტი იყოს. ბაღში ორი ასწლოვანი ავღანური კედარია, მათ ბაღი სიმაღლეში "მიჰყავთ". გვაქვს კაკლები და 40-წლიანი ვერცხლისფერი დიდი ნაძვები. ამ ხეებს ბაღი ვერტიკალზე აჰყავს, მრავალფეროვნებას ქმნის. ვამბობ, ნაძვები თეთრი სახლის ეზოში მოვიპარე-მეთქი.
- დაცვას როგორ გადაურჩით?
- გირჩები რომ ცვივა, იქიდან პატარ-პატარა ნერგები ამოდის და ხალხს სამახსოვროდ წამოღება შეუძლია...
- კი არ მოგიპარავთ, წამოგიღიათ.
- კი, მაგრამ ამბობენ, რომ მოპარული მცენარე კარგად ხარობს. ასე უფრო ამიტომ ვამბობ. მოკლედ, იმ ორი ნერგისგან ახლა ორი დიდი ნაძვი გვაქვს.ვარდი ბევრნაირია. უპირატესობას სოფლის ეზოებში გაზრდილ ვარდებს ვანიჭებ და არა ხელოვნურად გამოყვანილს. ისეთებს, კახურ ეზოებში რომ აქვთ. მეც მაქვს ვარდები, რომლებიც თოხლიაურის ეზოებში ტრადიციულად იზრდება - სამურაბე, ხავერდოვანი, ხვიარა. ისინი ხეებსა და ღობეებზეა შეფენილი. ჰიბრიდებისა და ახალი, მოდური ვარდების შეგროვებას არ მივდევ. ესეც ჩვენი ბაღის სპეციფიკაა. განაგრძეთ კითხვა