ჰერეთი — ისტორიული მხარე, რომელმაც წლებისა და საუკუნეების ქარ-ცეცხლს გაუძლო, დღემდე ინარჩუნებს თავის უნიკალურობას. ამ ტრადიციებით სავსე მიწაზე, ბუნების სიყვარულით შეპყრობილმა ქალბატონმა, მზია ქიტიაშვილმა გადაწყვიტა, რომ ულამაზესი ბაღი გაეშენებინა. თუმცა ეს მხოლოდ ბაღი არ არის — ეს არის ადგილი, სადაც დრო თითქოს ჩერდება, ყვავილები ისტორიას ყვებიან, სურნელი კი მოგონებებს აღვიძებს. ბაღში ყოველი გოჯი სითბოსა და გულწრფელი სიყვარულის ნაყოფია.
- დავიბადე და გავიზარდე აზერბაიჯანში, კახის რაიონში, საინგილოში (ისტორიული ჰერეთი). აქ დავამთავრე კახის ქართული საშუალო სკოლა და ჩავაბარე თსუ-ში ბიოლოგიის ფაკულტეტზე. ბავშვობიდან
- მოგვიყევით ბაღის შექმნის ისტორია, როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება ჰერეთს, როგორ დაიწყო ყველაფერი – გაიხსენეთ პირველი მცენარები, რომელიც დარგეთ?
- პატარაობიდან მიყვარდა ყვავილები. ბებიაჩემს უყვარდა ძალიან, ამიტომ სულ გვქონდა განსხვავებული მცენარეები. ალბათ ამანაც განაპირობა ჩემი ინტერესი მცენარეებისადმი. როცა დავამთავრე უნივერსიტეტი, დავბრუნდი კახში, შევქმენი ოჯახი და ჩემს ახალ კერაზე გადავწყვიტე ამესრულებინა ოცნება - გამეშენებინა ბაღი მრავალფეროვანი ნერგებით. პირველი, რაც დავრგე განსხვავებული, ეს იყო თეთრი კლემატისი(კატა ბარდა), რომელიც მაშინ ძალიან იშვიათი იყო და უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ახლა კი მაქვს კლემატისების მრავალფეროვნება.


- რა სირთულეებს გადააწყდით ბაღის გაშენების პროცესში?
- სირთულეები ყოველთვის ახლავს მცენარეებზე ზრუნვას. სანამ გაიცნობ ამა თუ იმ სახეობის მცენარის საარსებო პირობებს, მანამდე რთულია. მერე კი ნელ-ნელა ხვდები, თუ როგორი მოვლა სჭირდება.


- რა პრინციპით არჩევთ ყვავილებსა და მცენარეებს? როგორ უვლით და ახარებთ მათ?
- ოდესმე რა მცენარეებზეც მიოცნებია, ყველა შეძლებისდაგვარად შევიძინე. მაქვს უამრავი ლიტერატურა, რომლითაც ვხელმძღვანელობდი ადრე და ახლა უფრო გაადვილებულია, არის ჯგუფები, სადაც ვიღებ გამოცდილი მებაღეების რჩევებს. დიდი ხანია კარგად გამომდის გამრავლება ვარდების, კლემატისების და სხვა .

- რომელ სეზონზე გიყვართ ყველაზე მეტად თქვენს ბაღში ყოფნა და რატომ?
- ჩემთვის გაზაფხულია ყველაზე ლამაზი და სასწაული დრო.
- რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიხარულს ბაღში მუშაობისას?
- ნებისმიერი სამუშაო ბაღში სიამოვნებას მანიჭებს. პეპის მსგავსად შეიძლება ღამე ვერ დავიძინო, დილით ყვავილები თუ მაქვს მოსარწყავი.

- ჰერეთი ისტორიული მიწაა — თქვენი აზრით, რით არის ის გამორჩეული და მნიშვნელოვანი?
- ჰერეთში ჩამოსულ სტუმარს პირველ რიგში ხიბლავს მისი მრავალფეროვანი ბუნება, თვალწარმტაცი მთები, ისტორიული ძეგლები... ჩემთვის აქ ყველაფერი ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

- რას ეტყოდით ადამიანებს, ვინც ფიქრობს ბუნებას და მებაღეობას დაუკავშიროს თავისი საქმიანობა, გატაცება?
- მაგაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა გაქვს საკუთარი პატარა მყუდრო ბაღი, სადაც შენი ხელით რგავ, ამრავლებ, გამოგყავს მცენარეები და ისინიც გაჯილდოებენ თავიანთი სილამაზით.
მერი ბლიაძე
კომენტარები