ყვავილების, ბუჩქების და ხეების უმეტესობას სიცოცხლისათვის უხვი მზის სხივები, კარგი ბუნებრივი განათება სჭირდება, მაგრამ რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ ეზოში ბევრი დიდი ხე და მცენარეა, რომელიც ყველაფერს ჩრდილავს?
გეთანხმებით, ჩრდილის მოყვარული მცენარეების არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ დეკორატიული მცენარეების გარეშე დარჩებით. შემოგთავაზებთ ჩრდილის მოყვარული ყველაზე პოპულარული მცენარეების ჩამონათვალს.
როდესაც მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით, პირველ რiიგში უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ჩრდილი სხვადასხვანაირი არსებობს.
ჩრდილი შეიძლება იყოს ოდნავი, საშუალო და ღრმა. ნებისმიერ მცენრეს, განსაკუთრებით კი დეკორატიულს, სჭირდება
ამიტომ სანამ საკუთარი ბაღისთვის დეკორატიულ მცენარეებს შეარჩევთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ჩრდილის ხარისხი და ამა თუ იმ მცენარის ამტანობა მის მიმართ, ყველაზე ჩრდილის მოყვარული მცენარეც კი ვერ გაძლებს მზის სხივების გარეშე, ეს წარმოუდგენელია, სინათლე ხომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის აუცილებელი ნაწილია.
ასევე უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჩრდილის მოყვარული მცენარეები უფრო მეტად არიან მიდრეკილები სოკოვანი დაავადებებისკენ.
ნაყოფის მომცემი ბუჩქები ჩრდილიან ადგილში აუცილებლად ერთმანეთის მოშორებით უნდა განათავსოთ. ხეებსა და ბუჩქებს შორის ოპტიმალური დისტანცია 2,5-3 მეტრია.
ჩრდილის მოყვარული ბუჩქები თქვენი ბაღისთვის
მოცხარი
მოცხარი თავს ძალიან კარგად გრძნობს გაფანტულ ჩრდილში, არ აქვს მნიშვნელობა როგორია მცხარი, შავი, წითელი თუ თეთრი. თუმცა ჩრდილში მობინადრე მოცხარს შესაძლოა ოდნავ მომჟავო გემო ჰქონდეს.
გოსტერი
კარად იზრდება და უხვად იძლევა ნაყოფს, თუ დაბინავებულია ოდნავ ჩრდილში, ხოლო თუ ჩრდილი ძალიან ღრმაა, ნაყოფიც უფრო ხშირი და წვრილია, ასევე ცოტა მომჟავო.
ჟოლო
მიუხედავად იმისა, რომ ჟოლო არც ისე პრეტენზიულია და შეიძლება ითქვას, რომ კარგად იტანს ჩრდილს, ვერ დაგამშვიდებთ და ვერ გეტყვით, რომ ჩრდილში ნაყოფს უხვად ისხმას. მას გაფანტული სინათლე უყვარს და თუ ეს მცენარე შეარჩიეთ, გირჩევთ სათანადო პირობებიც შეუქმნათ.
მაყვალი
ისევე, როგორც ჟოლო, თავს კარგად გრძნივს გაფანტულ ჩრდილში. ბაღის გასაფორმებლად გირჩევთ შეარჩიოთ ამ მცენარის ბუჩქის სახეობა.
მოცვი
ამ ბუჩქის გასახარებლად აუცილებელია მჟავე ნიადაგი. ის კარგად იზრდება ნახევრად ჩრდილში და ნესტიან ადგილას.
ვაშლის ხე
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცენარე შესაძლოა იყოს ჩრდილის მოყვარული, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მას სინათლე არ სჭირდება, რა თქმა უნდა, სჭირდება და ეს განსაკუთრებით ვაშლის ხეს ეხება.
ამ ხეს სჭირდება ისეთი პირობები, რომელიც დღეში 4-5 საათ მზის განათებას ითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგ ნაყოფს ვერ გამოიღებს.
ქლიავი
ეს კულტურა თავისთავად სინათლის მოყვარულია, თუმცა თავს ცუდად არც ჩრდილში გრძნობს. ქლიავის მოიასამნისფრო ჯიში ჩრდილს უფრო კარგად იტანს ვიდრე სხვა სახეობები.