ორიგინალური კლუმბი საკუთარი ხელით - მარტივი და უბრალო. ამას არც ბევრი ფული სჭირდება და არც დიდი ძალისხმევა. მხოლოდ ცოტა მოთმინება, ფანტაზია და მარჯვე ხელები. რისგან შეიძლება კლუმბების გაკეთება?
პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ, სად განათავსებთ კლუმბებს და როგორ ყვავილები გექნებათ. გამოცდილი მებაღეები ცდილობენ, შეარჩიონ ისეთი ყვავილები, რომ წელიწადის ყველა დროს ჰქონდეთ მოყვავილე მცენარეები.
ამის შემდეგ შეგიძლიათ გასაქანი მისცეთ ფანტაზიას და ჩამოყალიბდეთ, სად იქნება განთავსებული. შეგიძლიათ გააკეთოთ ყვავილების თაღი ან ყვავილების ღობე.
აუცილებლად გაითავლისწინეთ, ადგილი, სად მოუწევს ამა თუ იმ ყვავილს ბინადრობა,
კლუმბების გასაკეთებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალიან ბევრი რამ, მანქანის საბურავით დაწყებული ძველი სათლითა და პალეტებით დამთავრებული.
პალეტების დამუშავება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენ, ის უბრალოდ, უნდა გააპრიალოთ და გადაღებოთ, დაამუშავოთ ისე, რომ წყალმა არ გააფუჭოს. ამისთვის არსებობს სპეციალური ლაქი.