გაქვთ აგარაკი? მაშინ მოასწარით მარტში ამ 4 რამის გაკეთება


გაზაფხულის დასაწყისი ის დროა, როდესაც სამზადისი უნდა დაიწყოთ იმისთვის, რომ კარგი მოსავალი მიიღოთ. ამ დროს იხსნება სეზონი.
გამოუცდელი მებაღეები სეკატორით მაშინვე შეიარაღდებიან ხოლმე, როგორც კი თოვლი დადნება და ბალახი გამწვანებას იწყებს. არადა, ამ დროს ხეები ტრავმას იღებენ და შესაძლოა ნაყოფის გამოღება საერთოდაც გადაიფიქრონ. ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო მარტის დასაწყისია. აი, რა უნდა გააკეთოთ მარტის დასაწყისში აგარაკზე, თუ გინდათ რომ დადებითი შედეგი მიიღოთ.

ფუნჯი ხელში

გათეთრება ძალიან მნიშვნელოვანია არა ვიზუალისთვის და სილამაზისთვის. მოამზადეთ ხსნარი, რომელიც ხეებს დაიცავს როგორც მზისგან, ისე სოკოვანი
ინფექციებისგან.
თუ ხის ქერქი დაზიანებულია მღრღნელებისგან, აიღეთ ბასრი დანა და ფრთხილად მოასუფთავეთ დაზიანებული ადგილები.
შეგიძლიათ ხეებს ქაღალდ შემოახვიოთ ძაფით და იმით დაიცვათ მზის სხივებისგან.

ბაღის აფთიაქი



თანამედროვე სამყაროში ყველაფერი გამარტივებულია და მცენარის სოკოვანი ინფექციისგან დაცვაც შედარებით მარტივია. სოკო ხეს შეგიძლიათ მაშოროთ ჭურჭლის სარეცხი მავთულით, ფრთხილად ჩამობანოთ და ამის შემდეგ დაამუშაოთ ტოტები შესაბამისი ხსნარით.

ტოტების გაახალგაზრდავება

მარტი იდეალური დროა ხეების გასაკრეჭად. ახალგაზრდა ხეებს ამ დროს გაკრეჭა არ სჭირდება, შესაძლოა ყლორტებმა სუსხს ვერ გაუძლოს, უმჯობესია ასეთი ხეები მოგვიანებით, უფრო სითბოში გასხლათ.

ძირს პარაზიტები

ცივ ამინდებში კარგად ჩანს ზედაპირზე ამა თუ იმ მწერის კვერცხები. ის ხელით უნდა მოაცალოთ მცენარე და დაწვათ. თუ მცენარის ზედაპირიც დაზიანებულია, ისიც აუცილებლად უნდა მოაშოროთ. ასეთი ტოტები აუცილებლად უნდა მოიჭრას და შემდეგ დამუშავდეს შესაბამისი საშუალებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები