მეზობელი მცენარეები, რომლებიც ერთად კარგად ხარობენ

მოსავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია, რის გვერდით არის დათესილი ესა თუ ის მცენარე.

ბაზილიკი და პომიდორი

ბაზილიკი პომიდორზე დადებითად მოქმედებს. მწვანილის სურნელი აფრთხობს მავნებლებს, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად გაანადგურონ მოსავალი.

დარგეთ ბაზილიკი პომიდვრის გვერდით ან მათ შორის.
ბაზილიკის გარდა, პომიდორებს შორის შეგიძლიათ დარგოთ პიტნა და ხახვი. 

ნესვი და მოყვავილე მწვანილი
ნესვის გვერდით დარგეთ მოყვავილე მცენარე, ასე მიიღებთ არა მხოლოდ ულამაზეს ლანდშაფტს, ხილი გაცილებით ტკბილი გახდება.

კარტოფილი და კალენდულა


კალენდულას სუნი აფრთხობს კოლორადოს კარტოფილის ხოჭოს, რომელსაც შეუძლია მთლიანად გაანადგუროს კარტოფილის ნარგავები.

სტაფილო და
ბოლოკი
სტაფილო და ბოლოკი მშვენიერი მეზობლებიარიან, რომლებიც ერთმანეთს ზიანს არ აყენებენ.
ბოლოკი მიწის ზედა ფენაში იზრდება, სტაფილოს ფესვები კი გაცილებით დაბლა მიდის. ამიტომ კულტურები ნიადაგის სხვადასხვა სიღრმიდან იღებენ საკვებ ნივთიერებებს და ერთმანეთს ხელს არ უშლიან.

ხახვი და სტაფილო
ხახვი და სტაფილო ასევე კარგად უგებენ ერთმანეთს, ამიტომ მათი დარგვა შესაძლებელია გვერდიგვერდ.
ხახვი სტაფილოს ბუზებს უფრთხობს, სტაფილო კი ხახვისას.

ბადრიჯანი და ისპანახი

ამ ბოსტნეულს ასევე შეუძლია თანაცხოვრება. მაგალითად, ბადრიჯანი იზრდება სიმაღლეში და ქმნის სასიამოვნო ჩრდილს ისპანახისთვის.

ისპანახი კი მშვენივრად თრგუნავს სარეველას.

კიტრი და ნასტურციუმი
ნასტურციუმის დარგვა რეკომენდებულია კიტრის გვერდით. ყვავილების არომატი მოიგერიებს კიტრის ხოჭოს, რომელიც აქტიურად ჭამს მოსავლის ახალგაზრდა ფოთლებს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები