„მე ამას ამქვეყნიურ სამოთხეს ვეძახი“ - ასე ახასიათებს ქალბატონი ციური ჭაღალიძე საკუთარ ბაღს, რომელსაც უკვე შვიდი წელია აშენებს, უვლის და ამრავალფეროვნებს. მისი სახლი და ეზო მათთან მისულ სტუმრებს სასიამოვნოდ აოცებს და ბევრ სითბოს გვრის.
- პროფესიით მედდა ვარ, მაგრამ სულ რამდენიმე წელი ვიმუშავე პროფესიით. შვილების აღზრდას დავუთმე დრო, ასე რომ, ვარ დიასახლისი, ვცხოვრობ თბილისში, გლდანში, ბერთუბნის დასახლებაში. მყავს ოთხი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
- მოგვიყევით ბაღზე, რომელიც საკუთარი ხელით გააშენეთ და გაალამაზეთ…
- ეს ადგილი შევიძინეთ 1992 წელს როგორც აგარაკი,
2016 წელს კი მე და ჩემი მეუღლე ძაღლთან, მოლისთან ერთად გადმოვედით საცხოვრებლად. არის 800 კვ/მ, აქ ყველაფერი მეუღლის, ოთარ დავითაძის და ჩემი გაკეთებულია. რვა წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ სახლი გაგვერემონტებინა და აქ დავსახლებულიყავით მუდმივად, რადგან შვილები უკვე დიდები იყვნენ და დამოუკიდებლად შეეძლოთ ბინაში ცხოვრება.
- ყველაზე შრომატევადი სამუშაო სეზონის რომელ დროს არის ბაღში?
- აქ ყველა სეზონზე შრომატევადია, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ გაზაფხული და შემოდგომაა.
- მცენარეები რის მიხედვით შეარჩეთ? იყო მცენარე, რომელიც გარემო პირობებს ვერ შეეგუა და ვერ ახარეთ?
- იცით, თავიდან მცენარეების შერჩევაზე არ მიფიქრია. ვყიდულობდი ყველაფერს, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად მივხვდი, რომ ყველაფერი არ და ვერ გექნება ეზოში. თან ფართობიც არ არის დიდი. ეზოში გვაქვს ვაზის სხვადასხვა ჯიში, ბევრნაირი ხილი და ციტრუსიც კი. წარმოშობით აჭარიდან ვართ მე და მეუღლე, ამიტომ ლიმონი, კუმკვატი, მანდარინი გვაქვს ეზოში. ზამთარში ვფუთავთ ან სათბურში შეგვაქვს (დიდი კონტეინერებით). მაქვს 400-მდე ჯიშის ვარდი, 50 ჯიში კლემატისი, 100 სახეობამდე ზამბახი და სხვადასხვა მცენარე, პიონები, საკურა და ყვითელი მაგნოლიაც კი. ზოგიერთი მცენარე, მაგალითად, აზალია, გარდენია (მირონის ხე), კამელია, ჰორტენზია მჟავე ნიადაგის მოყვარულია და ჩვენს პირობებში ძალიან უჭირთ, ამიტომ არ არის სასურველი, რომ გქონდეს.
- ვარდზე რას გვეტყვით, ის ხომ უხვადაა თქვენს ეზოში…
- რაც შეეხება ვარდს, მან ნომერ პირველი ადგილი დაიკავა ჩემს ეზოში. ვარდის კარგი ყვავილობისთვის, აუცილებელია შემოდგომაზე დავიწყოთ ზრუნვა და მოვამზადოთ მცენარე გაზაფხულისთვის, გვიან შემოდგომაზე ვასუფთავებ ძველი ფოთლებისგან, ვსხლავ სანიტარულად (ვამოკლებ ტოტებს) და ვაძლევ კვებას ფესვიდან. ნაცარს ვყრი მცენარეების სიახლოვეს. გაზაფხულზე ისხვლება ვარდი და მარტის ბოლოდან აუცილებელია შეწამვლა. როცა თბილი ამინდები დაიწყება, ისევ ვაძლევ კვებას ფესვიდან. ასე გრძელდება მთელი სეზონი. ორ კვირაში ერთხელ აუცილებელია შეწამვლა. ნაცარი, ბუგრი, მატლი, სოკო და სხვა უამრავი ვერაგი დაავადება უჩნდებათ, ამიტომ სულ უნდა ყურადღება.
- თქვენს მეგობრებს, ახლობლებს როგორ მოსწონთ და ხშირად გსტუმრობენ თუ არა ფინჯან ყავაზე?
- იცით, მე ჩვენ შეჩვეული ვართ ამ გარემოს, მაგრამ როცა მეგობრები მოდიან, აღფრთოვანებას ვერ ფარავენ. ხშირად ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირს ასეთი სილამაზისთვის დაღლა. მე ამას ამქვეყნიურ სამოთხეს ვეძახი, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ საკუთარი ხელით შევქმენით.
მერი ბლიაძე

კომენტარები