ზოგიერთ მცენარეს ისეთი ცუდი "ხასიათი" აქვს, რომ მის გვერდით ვერაფერი ხარობს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ლამაზები არიან, თითქოს, უნდა გაალამაზონ ირგვლივ ყველაფერი, რეალურად მხოლოდ პრობლემებს გვიქმნიან.
მოდით ვნახოთ, რაზეა საუბარი.
ჰიბისკუსი ვერ იტანს მეზობლებს
ვამპირი მცენარეების რიცხვს განეკუთვნება ჰიბისკუსი. ეს ბუჩქი ძალიან სწრაფად იზრდება, ყალიბდება და ურცხვად განდევნის მის გვერდით არსებულ ყველა მცენარეს. თუ ჰიბისკუსი სახლში გაქვთ, არავითარ შემთხვევაში არ მიუჩინოთ ადგილი საძინებელში ან სამზარეულოში. ის ნეგატიურ ენერგიას გამოყოფს.
თავნება პომიდორი და წიწაკა
გამოცდილმა მებაღეებმა კარგად იციან, რომ მცენარეები სამ
ფიკუსი და ბეგონია ბაღსა და ოფისში
რაც შეეხება ფიკუსსა და ბეგონიას, ზაფხულობით ისინი შესანიშნავად გრძნობენ თავს ბაღში, თუმცა ზამთარში ისინი, უმჯობესია, ხალხმრავალ ადგილში გადაიტანოთ, მაგალითად, ოფისში. ამ მცენარეებს აქვთ უნიკალური უნარი შეისრუტონ ყოველგვარი ნეგატივი.
გვიმრამ შესაძლოა "გაგვუდოს"
ვამპირ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება ასევე გვიმრა. თუ ეს მცენარე სახლში გაქვთ, გირჩევთ, ტელევიზორთან ან კომპიუტერთან განათავსოთ, რადგან ის შესანიშნავად იწოვს გამოსხივებას. საძინებელში ამ მცენარემ შესაძლოა უძილობა და გაღიზიანება გამოიწვიოს.