შეცდომები, რომლებსაც ბაღების პატრონები შემოდგომაზე უშვებენ


ვნახოთ, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მებაღეები სეზონის ბოლოს, როდესაც ბაღებში და ბოსტნებში აქტიური სამუშაოების დრო მთავრდება.

არ რწყავენ მცენარეებს

როგორც წესი, შემოდგომაზე ხშირად წვიმს, ამიტომ ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ მიწა ისედაც სველია და მცენარეებს მორწყვა აღარ სჭირდებათ. მაგრამ, როდის მოვა წვიმა, არავინ იცის, მცენარეები რეგულარულ მორწყვას საჭიროებენ. ამიტომ სეზონის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანია ხეების, ბუჩქების და ყვავილების უხვად მორწყვა.
კარგი დრენაჟის ქონის შემთხვევაში, უხვი წვიმის შედეგადაც კი მცენარეს არაფერი მოუვა.

არ თიბავენ ბალახს ან ძალიან მოკლედ კრეჭენ


გაზონთან დაკავშირებით ორი
მცდარი მოსაზრება არსებობს, რომელსაც საბოლოოდ სავალალო შედეგებამდე მიჰყავს მებაღე.
1. არ ღირს ბალახის გაკრეჭა, მომავალ წლამდე ხომ მაინც ახალი ამოვა.
2. ბალახი რაც შეიძლება დაბალზე უნდა გაიკრიჭოს, რათა გაზაფხულზე არც ისე ბევრი სამუშაო იყოს.
არადა, რეალურად ბალახი აუცილებლად უნდა გაიკრიჭოს, თუმცა სიგრძე იმაზე ცოტათი მეტი უნდა დატოვოთ, ვიდრე ჩვეულებრივ ტოვებთ ხოლმე.
ასე თავიდან აიცილებთ მცენარეებში მწერებისა და სოკოს გამრავლების ალბათობას, რომელთაც შეუძლიათ დააავადონ მცენარის ფესვები და გამოიწვიოს მათი დაღუპვა.

არ სხლავენ



ხეებისა და ბუჩქების გასხვლა, გამხმარი ტოტების მოშორება საგაზაფხულო სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება, თუმცა ამის გაკეთება შემოდგომაზე უმჯობესია. ზამთარში მცენარეები იძინებენ, სითხის ცირკულაცია მნიშვნელოვნად ფერხდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაკრეჭის შედეგად ისინი ნაკლებად დაისტრესებიან. გარდა ამისა, დაბალი ტემპერატურის გამო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მოჭრის ადგილს ბაქტერიები ან სოკო გამრავლდება.

ავტომატურ მოსარწყავ სისტემაში წყლის გადაკეტვა


შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ნაკვეთში წყლის გადაკეტვა საკმარისი არის იმისთვის, რომ ავტომატურმა სარწყავმა სისტემამ მშვიდად გადაიტანოს ზამთარი, მაგრამ ასე არ არის, ის ისევე უნდა მოამზადოთ ზამთრისთვის, როგორც კანალიზაცია ან აუზი. სისტემა აუცილებლად უნდა დაიცალოს წყლისგან, ასევე სისტემის გასაწმენდად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კომპრესორი.

ხეხილის დაცვის გარეშე დატოვება


ეს განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისი აგარაკიც მინდვრების ან ტყის მახლობლად მდებარეობს. ზამთარში ნაკვეთში დიდი ალბათობით შეირბენენ ხოლმე დამშეული კურდღლები და გემრიელად მიირთმევენ ქლიავის, ვაშლის, მსხლის, ალუბლის და ა.შ. ხის ქერქებს. ხეების დასაცავად გირჩევთ ისინი რკინის ბადეებით შემოღობოთ.

არაფერს რგავენ ან თესავენ

არსებობს რამდენიმე სახის მცენარე, რომელიც შემოდგომაზე უნდა დაირგოს თუ დაითესოს, შემოდგომაზე ეს მცენარეები დაიწყებენ ზრდას და გაზაფხულისთვის ოპტიმალურ ფორმაში იქნებიან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები