ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში გადასული ხის ნაყოფი - სამეზობლო სამართლის დეტალებს იურისტი განმარტავს


თითქმის ყველა მიწის ნაკვეთზე დაინახავთ, რომ ხის ტოტები ერთი ეზოდან მეორეში გადადის და ხშირად ეს ტოტები ხეხლითაა დახუნძლული. ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში გადასული ნაყოფი, ხის პატრონს თუ მიწის მფლობელს? აქვს მას უფლება, მოკრიფოს მეზობლის ხილი, რადგან მის ნაკვეთზეა გადმოსული? მსგავსი დავები, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ხშირია და ამის შესახებ ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი საუბრობს.

„სამოქალაქო კოდექსში ცალკე თავად არის გამოყოფილი სამეზობლო სამართალი და მსგავს შემთხვევებს 178-ე მუხლი არეგულირებს. კანომის მიხედვით, სანამ ნაყოფი ხეზეა, ის ხის მესაკუთრეს ეკუთვნის. ნაყოფი მიწაზე უნდა დავარდეს, რომ
ხის მეპატრონემ მასზე მფლობელობა დაკარგოს, ხოლო მიწის მესაკუთრეს ეს უფლება გაუჩნდეს. თან საინტერესოა, რომ ნაყოფის ცვენა ბუნებრივი ფაქტპრებით უნდა მოხდეს - დამწიფებით ან ამინდის უმნიშვნელო ცვლილებით. თუ ხეს პატრონი ბერტყავს, ან წვიმამ მთელი ნაყოფი ძირს ჩამოიტანა, ცხადია, რომ მიწის მესაკუთრეს ვერ მიეცემა ნაყოფის მითვისების საშუალება. თუმცა მისის მესაკუთრეს ტოტების მოჭრა შეუძლია და არა მარტო ტოტების - შეუძლია ფესვებიც მიაყოლოს, თუ მის მხარეს არის გადასული. თუმცა მოუწევს ახსნა, რას უშლიდა ეს ტოტები თუ ფესვები. თუ მისი მიწის ნაყოფიერებაზე ცუდად მოქმედებდა მეზობლის ხისგან შემოსული ფესვები, ან ტოტები უბნელებენ სარკმელს, გასაგებია. მაგრამ თუ მარტო იმიტომ ჭრი, რომ ბავშვები თავს ვერ იკავებენ მოკრეფისგან, მაშინ ზიანის ანაზღაურება მოუწევს და მეზობლებთანაც გაიფუჭებს ურთიერთობას. ამიტომ მეზობლობას შეთანხმება და სიამტკბილობა სჭირდება.“ - ამბობს ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

კომენტარები

Ზურაბი 2024-03-30 11:43
Მეზობელმა ეზოში რომ არ შეგიშვას მოსაკრეფად, მაშინ რა სწერია მაგ. კოდექსში ადვოკატო
iana 2024-03-27 14:03
გვერდით მეზობელს ჩემს ეზოში,რომ ხილი მაქვს დავუკრეფ და გავუგზავნი ისედაც, თვითონაც რომ მოკრიფოს რა პრობლემაა. გააჩნია მეზობლობას.
ეე 2024-03-27 09:42
იმ მეზობელს რა ვუთხარი სხვის ეზოში გადადული ტოტიდსნ ეზოს მესაკუთრეს ხილის მოწყვეტას რო დაუშლის

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები