კრეატიულმა მამამ წყლის ავზის ძველი მოწყობილობა ბავშვების საოცნებო სახლად აქცია

ხეებზე აგებული საიდუმლო თავშესაფარი ყველა ბავშვის ოცნებაა. მაგრამ თუ ეზოში ხეები არ არის?გასაკვირი არ არის, რომ ასეთ ვითარებაშიც არსებობენ კრეატიული ადამიანები, რომლებიც სიტუაციიდან გამოსავალს პოულობენ ხოლმე. სწორედ ასეთი ადამიანი აღმოჩნდა რონალდ ტანი, რომელმაც დაიწყო მშენებლობა თავის ეზოში და ძველი სტრუქტურა, რომელსაც წყლის დიდი ავზი ეყრდნობოდა, "თოჯინების სახლით" ჩაანაცვლა, რათა შვილები გაეხალისებინა.

ვინაიდან შეუძლებელი გახდა ხის სახლის აშენება, რომელზეც ოჯახის მამა თავად ოცნებობდა, მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს ძველი ბაღის სტრუქტურის გარდაქმნა.

სახლის ასაშენებლად გამოიყენეს ბლოკი, ცემენტი და ხე.

ინტერიერის გაფორმებისას
უპირატესობა თეთრს ენიჭებოდა, რადგან ასეთ პაწაწინა სახლს სივრცის ილუზიის შექმნა სჭირდებოდა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ "თოჯინების სახლი" საკმაოდ ფუნქციონალური აღმოჩნდა და არა მხოლოდ ბავშვების თავშესაფარი გახდა.

უკვე ინტერიერის დასრულების ეტაპზე, წყვილმა გადაწყვიტა, რომ ეს გახდებოდა დასვენების ადგილი მთელი ოჯახისთვის, ამიტომ მინიატურული სამზარეულოს კუთხე მოაწყვეს, სადაც შეეძლოთ ნახევარფაბრიკატების გაცხელება და ყავის ან ჩაის მირთმევა. პაწაწინა სივრცეს იკავებს აბაზანაც, სადაც ტუალეტია დამონტაჟებული, მაგრამ ხელებს სამზარეულოში იბანენ, სადაც სრულფასოვანი ნიჟარის და მინი-მაცივრის დამონტაჟება გახდა შესაძლებელი.

დარჩენილი ტერიტორია მყუდრო მისაღებ ოთახად გადაკეთდა, საბედნიეროდ, თანამედროვე ტელევიზორები კედელზე შეიძლება დაიკიდოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას დამატებითი ადგილი არ სჭირდება. ასე რომ, ოჯახს იმპროვიზირებული და იზოლირებული სახლის კინოთეატრიც კი აქვს.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები