"სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით გადავფარეთ მთელი ვენახი... არანაირ შესაწამლ ნივთიერებას არ ვიყენებთ" - სოფელში გადასახლებული მაკა ძაგანია ახალ ყოფასა და მეურნეობაზე

დე­და­ქა­ლა­ქი­დან რე­გი­ონ­ში გა­დას­ვლის სურ­ვი­ლი და იქ ცხოვ­რე­ბის ინ­ტე­რე­სი სულ უფრო მეტ ადა­მი­ანს უჩ­ნდე­ბა. მათ შე­სა­ხებ ჩვენც ხში­რად ვწერთ ხოლ­მე. მსა­ხი­ო­ბე­ბის წყვილ­მა მაკა ძა­გა­ნი­ამ და გუგა ცერ­ცვა­ძე­მაც გა­და­წყვი­ტეს ქა­ლა­ქი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად მარ­ტყო­ფის აგა­რა­კებ­ზე გა­დას­ვლა. რა იყო მათ­თვის ამის მო­ტი­ვა­ცია, რო­გორ გა­არ­თვეს თავი ამ ყვე­ლა­ფერს და რა გეგ­მე­ბი აქვთ მო­მა­ვალ­ში, ამის შე­სა­ხებ მაკა ძა­გა­ნია გვი­ამ­ბობს:

- მი­წას­თან მუ­შა­ო­ბის სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია, სო­ფე­ლიც არ მქო­ნია, რომ ვთქვათ, ბე­ბოს­თან და ბა­ბუ­ას­თან ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი. ბე­ბი­ას თბი­ლის­ში კერ­ძო სახ­ლი კი ჰქონ­და, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ მი­წათ­მოქ­მე­დე­ბი და
მე­ურ­ნე­ე­ბი არას­დროს ვყო­ფილ­ვართ. ის იყო, რომ ყვა­ვი­ლე­ბი და გარ­კვე­უ­ლი ხე­ხი­ლი ეზო­ში სულ გვქონ­და. მერე ბე­ბი­ამ და ბა­ბუა სუ­რამ­ში აგა­რა­კი აა­შე­ნეს, სა­დაც ზა­ფხულ­ში ჩავ­დი­ო­დი, მაგ­რამ იქაც მწვა­ნი­ლიც არ მოგ­ვიყ­ვა­ნია. უბ­რა­ლოდ ეზო­ში იყო კა­კა­ლი და თხი­ლი. მე­ზო­ბე­ლი მწვა­ნილს რომ მოგ­ვი­კი­თხავ­და, მისი სუნი მომ­წონ­და, მაგ­რამ მწვა­ნი­ლი რო­გორ მოჰ­ყავ­დათ, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და.

- გა­ვი­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი და თქვენ მსა­ხი­ობ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მე­ურ­ნე­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­დით. რო­გორ მიხ­ვე­დით აქამ­დე?
- ისე მოხ­და, რომ სუ­რა­მის აგა­რა­კი გა­ი­ყი­და და მი­თხრეს, რომ ეს შენი წი­ლი­აო. მივ­ხვდი, რომ იმ თან­ხით რა­ღაც სა­ნაც­ვლოდ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მე­ყი­და. და­ვი­წყე ძებ­ნა და შე­ვი­ძი­ნე სახ­ლი თა­ვის 600 კვად­რა­ტი მი­წის ნაკ­ვე­თით. ეს არის მარ­ტყო­ფის აგა­რა­კე­ბი. ახ­ლოა ლი­ლოს­თან და გომ­ბორ­თან. აქა­უ­რო­ბა იმი­ტომ ავარ­ჩიე, რომ ქა­ლაქთა­ნაც ახ­ლო­საა, სა­დაც ჩა­მოს­ვლას ხში­რად შევ­ძლებ­დი. სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლია, მაგ­რამ იმ­დე­ნად მცი­რე ტე­რი­ტო­რი­აა, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი მე­ო­რეს­თან ვერ და­ვა­კავ­ში­რე, დღემ­დე გარე კიბე მაქვს. ვფიქ­რობ, სა­ი­დან რა მი­ვა­შე­ნო, რომ სახ­ლში კიბე გვქონ­დეს. მოკ­ლედ, სა­ა­გა­რა­კე ად­გი­ლია და ეს შე­ნო­ბაც ამის­თვი­საა კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს აშე­ნე­ბუ­ლი.

- და­სა­ლე­ვი წყა­ლი აქვს მაგ ტე­რი­ტო­რი­ას?

- როცა ვი­ყი­დე, და­სა­ლე­ვი წყლის პრობ­ლე­მა იყო. სულ იმას ამ­ბობ­დნენ, რომ წყა­ლი უნდა გა­მო­იყ­ვა­ნო­ნო. უკვე 15 წე­ლია, ეს ნაკ­ვე­თი მაქვს და ამა­სო­ბა­ში წყა­ლი ჭა­ბურ­ღი­ლით გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ეს იყო 2018 წელი, სა­ი­და­ნაც და­ვი­წყეთ აქა­უ­რო­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი მი­ხედ­ვა. დღემ­დე შრო­მა­ში ვართ. პან­დე­მი­ის დროს ყვე­ლა­ფე­რი რომ და­ი­ხუ­რა, ვთქვით, მოდი, აგა­რაკ­ზე წა­ვი­დეთ, იქ ვი­ყოთ რაღა აქ, კორ­პუს­ში გა­მო­კე­ტი­ლე­ბი დავ­რჩეთ-თქო. იმ გა­ზა­ფხულ­ზე ჩი­თი­ლე­ბი ჩავრგეთ, ბოს­ტა­ნი გა­ვა­შე­ნეთ და მივ­ხვდი, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჭკუა მე­კე­ტე­ბა. ისე­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ვხდე­ბო­დი გა­ხა­რე­ბულ ნერ­გებს, ყვა­ვი­ლებს, ახალ ფოთ­ლებს, ნა­ყოფს, ვერ აღ­გი­წერთ. ამ ყვე­ლა­ფერ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი ეფექ­ტი მო­ახ­დი­ნა და მივ­ხვდი, რომ ეს ფან­ტას­ტი­კუ­რი რე­ლაქ­სია. მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა, მცე­ნა­რე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მა­წყნა­რებს, მამ­შვი­დებს. ის შეგ­რძნე­ბა, რომ შენს და­თე­სილს იმკი, ეს კი­დევ ცალ­კე რამ არის. ასე­თი აღ­მოჩ­ნდა ჩემი პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­თან, რო­მელ­მაც აღ­მაფრ­თო­ვა­ნა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება