"სოსო ვაკელია, მე - ვერელი, მაგრამ იმერეთში ფუძე გვაქვს. თბილისიდან ოჯახით, ოთხი შვილით წამოვიდა და სოფელში ყველაფერი გავაცოცხლეთ" - ჟოლოს pპლანტაციები ღვანკითში





ჟოლოს ღვინო მასობრივად არ იწარმოება, თუმცა საქართველოში მის დაყენებას ცდილობენ. "ვინც კი ხილის ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს, არა ყურძნისეულს, მათ პროდუქტს დოკუმენტურად, ლაბორატორიულად, "ღვინო" არ ჰქვია, ჩვენ კი განსაკუთრებულ შედეგთან გვაქვს საქმე. ლაბორატორიის დასკვნით, ჩვენი პროდუქტი ღვინოა და თუ რატომ არის ნამდვილი ღვინო, ამას მეც მოგახსენებთ და დოკუმენტსაც წარმოგიდგეთ", - გვეუბნება მიხეილ ვაშაკიძე, ფსიქოლოგი და იურისტი. ის და მისი ბიძაშვილი იოსებ გამიზარდაშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტში წინაპრების მამულს დაუბრუნდნენ და მეურნეობას მიჰყვეს ხელი.


მიხეილ ვაშაკიძე:

- ჩვენს ოჯახურ მეღვინეობას დიდი ხნის ისტორია აქვს,
60 წლის უიშვიათესი ვენახი გვაქვს - ოცხანური საფერე, ციცქა - უძველესი იმერული ჯიშები. ამ საოცარ იმერულ ღვინოებს ჟოლოს ღვინო შევმატეთ სოფელ ღვანკითში, თერჯოლასთან.

- როგორ დაიწყეთ ეს საქმე?

- სოსო გამიზარდაშვილი ჩემი ბიძაშვილია, ორივე დიდი კომპანიის გაყიდვების თანამშრომლები ვიყავით. პანდემიამ ყველაფერი გააჩერა და სოფლად წასვლა გადავწყვიტეთ. სოსო ვაკელია, მე - ვერელი, მაგრამ იმერეთში ფუძე გვაქვს, სადაც არ დავიზარეთ და ყველაფერი გავაცოცხლეთ. მეხუთე წელია, სოსო თბილისიდან ოჯახით, ოთხი შვილით წამოვიდა. მერე სახელმწიფო პროგრამით "აწარმოე საქართველოში" მცირედი გრანტი მივიღეთ და 15 ათასი ლარით ჟოლოს პლანტაცია გავაშენეთ. ეს პროგრამა მოგვეხმარა - მოგვცა ბოძები და გასაჭიმი მავთული. ნერგების ძიება ჩვენით დავიწყეთ და სანამ "კაროლინამდე" მივიდოდით, სხვა ორი ჯიში შევცვალეთ. რთული დრო გავიარეთ - ორი წლის წინ დიდი გვალვა იყო, ყურძენიც კი მოკლა. ამან გვიბიძგა მოგვეძებნა გზები ჟოლოს ნერგების გადასარჩენად.

ხაორი (არხი), რომელიც რიგებს შორის გავიყვანეთ, ხელით გავთხარეთ, რათა წყალი ჟოლოს ძირებში არ დაგროვებულიყო და არ დაელპო. წყალი ამის შემდეგ თავისუფლად გადიოდა.

- ყველაფერს თქვენ აკეთებთ?

- აბსოლუტურად ყველაფერს. სოფლის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ფული არა აქვს, შევთავაზეთ, გადაგიხდით და დაგვეხმარეთ-მეთქი, მაგრამ წაიბუზღუნეს. ავდექით და თვითონ დავკრიფეთ. როცა ღვინისთვის ჟოლოს ჭყლეტა უნდა დაგვეწყო, ვინაიდან პარალელურად სახლსაც ვაშენებთ, კრედიტი ავიღეთ. მოკლედ, ჭყლეტაზე მეგობარი თეო დავიხმარეთ, რომელიც თბილისიდან შვილებთან ერთად ჩამოვიდა. სანამ ჩვენ ბეტონს ვზელდით, ის წურავდა.
განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები