22 წლის რატი კობერიძე სამაჩაბლოდან, სოფელ თამარაშენიდანაა. მშობლიური სოფელი 2008 წლის აგვისტოში, 6 წლის ასაკში ოჯახთან ერთად დატოვა. ამჟამად სოფელ წილკანში თავის ფერმაში ცხოვრობს, მუშაობს და აგროსფეროში დიდი გეგმები აქვს. სკოლის შემდეგ თსუ-ში ბიოტექნოლოგიებისა და გამოყენებითი მეცნიერებებს სწავლობდა, მაგრამ იმის გამო, რომ მუშაობა ფერმაში გადაწყვიტა, სწავლის დროებით შეჩერებამ მოუწია.
რატი კობერიძე:
- 2008 წლის შემდეგ დრო გავიდა, რაღაცები გადახარშულ-გააზრებული მაქვს, მაგრამ ემოციურად მაინც რთულია, უმძიმესი პერიოდები გამოვიარეთ. იქიდან ბევრი ტრავმა მაქვს შემორჩენილი, მათ შორის, ომის შიში... თავიდანვე ვგრძნობდი, რომ მიწადაკარგული
ადამიანი ვიყავი - ადამიანი, რომელმაც თავის მიწა და სახლ-კარი დაკარგა. წაართვეს ადგილი, სადაც დაიბადა, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ და მასაც უნდა ეცხოვრა...
ჩვენს სოფელში მიწათმოქმედება კარგად იყო განვითარებული. ფერმაც გვქონდა, ბაღებიც, ვენახიც. წლების შემდეგ მოვინდომე მიწას დავბრუნებოდი და სოფლის მეურნეობაში თავი დამემკვიდრებინა.
ეს ბავშვობიდან გადავწყვიტე. სკოლის მოსწავლე ვიყავი, რომ ვამბობდი, აგრონომი უნდა გამოვიდე-მეთქი. ამ ინტერესის გაღვივებაში როლი ჩემმა პაპებმაც ითამაშეს. ერთი აგრონომი იყო და მეორე - ჟურნალისტი, თოხი და ბარი ხელში არ აუღია, მაგრამ "ოქროს კალმის" მფლობელი გახლდათ და სულ მეუბნებოდა, აგრონომი უნდა გამოხვიდეო, მოტივაციას მაძლევდა.
მამაჩემი მიწას ყოველთვის ამუშავებდა, მეც ვეხმარებოდი და სამეურნეო საქმით დაინტერესება წლების განმავლობაში მიძლიერდებოდა. განაგრძეთ კითხვა