მცენარეები, რომელთაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ და ყველას შეუძლია, აგარაკზე მოაშენოს

ვინც არ არის მზად იმისთვის, რომ აგარაკზე, ბოსტანში საგმირო საქმეები აკეთოს, სპციალისტები ურჩევენმ ასეთ, მარტივად მოსავლელ მცენარეებზე შეაჩერონ არჩევანი.

ყაბაყი

კარგად იზრდება ნაყოფიერ ნიადაგში. საუკეთესო სასუქი ნაკელია. უმჯობესია მცენარეები ერთმანეთისგან 70 სმ მანძიის მოშორებით მოათავსოთ, ზრდის პროცესში კი საკმარისია ნიადაგის ოდნავ გაფხვიერება (თუმცა ეს აუცილებელი არ არის). ყაბაყის მოყვანისას ყველაზე მნიშვნელოვანია ქორფა ნაყოფის შეგროვება, პრინციპი ასეთია, "რაც მეტს აგროვებ, მით მეტი იზრდება".

გოგრა

ნაყოფიერი ტერიტორია შესაფერისია გოგრისთვისაც . ზრდის პროცესში გოგრას დაუტოვეთ არაუმეტეს ორი ნაყოფისა, დანარჩენი ყვავილები მოაშორეთ.

მწვანე ბარდა

პარკოსნების
უმეტესობის მსგავსად, ის უპრეტენზიოა ნიადაგის ნაყოფიერების მიმართ. ამ მცენარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პირველ ორ-სამ კვირაში მორწყვა და შემდეგ ვაზის შეკვრა. უმჯობესია მისი დათესვა სეზონზე რამდენჯერმე - ზაფხულის ბოლომდე გემრიელ ნაყოფს მოგცემთ.

ბოლოკი, რუკოლა, ისპანახი

მათ დასათესად იდეალური დრო ზაფხულის მეორე ნახევარია, როდესაც დღეები იკლებს და ნალექის რაოდენობა საკმარისია. თუ დიდხანს ლოდინი არ გსურთ, შეგიძლიათ მაისის დასაწყისში დათესოთ და მოსავალს ზაფხულის დასაწყისში მიიღებთ.

კამა

კამა ძალიან მგრძნობიარეა სოკოვანი დაავადებების მიმართ. დარგვისთვის აირჩიეთ კარგად განათებული ადგილები. მცენარეებს შორის უნდა შეინარჩუნოთ "სოციალური მანძილი" 3-5 სმ. გარდა ამისა, მორწყვა აუცილებელია პირველ ორ-სამ კვირაში. შემდეგ კამა მიიღებს საკუთარ ტენიანობას.

ოხრახუში

ეს მცენარე კლასიფიცირდება როგორც ნელა მზარდი. ამიტომ უმჯობესია მისი ნერგების სახით დარგვა. დიახ, მოგიწევთ დაჭყლეტვა, მაგრამ ამ შემთხვევაში თავიდან აიცილებთ მკვრივ სარეველებს შორის პირველი ყლორტების ძებნას. გარდა ამისა, ოხრახუში პირველ ორ-სამ კვირაში მორწყვას მოითხოვს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები