რამდენიმე წლის წინ მახსოვს, სოფელ მარტყოფში მოიყვანეს 3 გიგანტური გოგრა, რომელზეც ვწერდი კიდეც, მაგრამ მათგან ამხელა არც ერთი ყოფილა. ეს ნამდვილი გიგანტია, - 500 კილოგრამზე მეტია და რაც მთავარია, ზრდას ჯერ კიდევ აგრძელებს. ზღაპრული და ჯადოსნური გარეგნობა აქვს. ინტერნეტში გიგანტური გოგრის ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"ჩერნობილიდანაა? კვახი 500 კილო კი არა 50 კილომდეც არ იზრდება საქართველოში და თანაც სამეგრელოში" - წერენ გაოცებული ინტერნეტმომხმარებლები სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოს კომენტარებში.
მისი მომყვანი ირაკლი ჯღარკავაა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან, რომელიც AMBEBI.GE-ს გიგანტური გოგრის ამბავს
უყვება:
- ამ გოგრის თესლი არ არის ქართული, არც ჰიბრიდია, უბრალოდ, ასეთი ჯიშია - ატლანტიკური გიგანტი ჰქვია. თესლი კანადიდან გამოვიწერე. იქ ხალხს ასეთი გიგანტური პროდუქტის მოყვანა ჰობად და სამოყვარულო სპორტადაც კი აქვთ ქცეული. შეჯიბრებები იმართება, ატარებენ ფესტივალებს. ყველაზე დიდი მსოფლიო რეკორდი, რაც გიგანტური გოგრის მოყვანის კუთხით დაფიქსირებულა - 1247 კილოგრამია. საერთოდ, ბოლო 10 წელია, აგრონომიული თემები ძალიან მიზიდავს, მომწონს, ფაქტობრივად ჩემი ჰობია. ამ გოგრის შესახებ ინფორმაციას 3 წლის წინ ინტერნეტში წავაწყდი. დამაინტერესა, იქნებ მეც გამომივიდეს-მეთქი. კანადაში იქაურებს დავეკონტაქტე, რომლებმაც თესლი გამომიგზავნეს. შარშან პირველი მცდელობა თბილისში, ჩემს აივანზე მქონდა. დავთესე, ნერგი გავზარდე, მაგრამ ის პირველი მცდელობა არ გამომივიდა, რადგან აივანზე მისთვის შესაბამისი პირობები არ მქონდა. მცენარემ პატარა ნაყოფი გამოიტანა, თუმცა შემდეგ ქარმა დამიმტვრია. მერე ზრდა შეაჩერა და მცენარე მოკვდა. განაგრძეთ კითხვა