ის, რომ ქალბატონ მანანა ბოლოთაშვილს ზღაპრული ბაღი აქვს, ნაწილობრივ სოციალური ქსელის დამსახურეებაა. მეუღლის თანადგომით ულამაზესი ედემი მოაწყო, რომელიც მისი ოჯახის წევრების და მეგობრების მყუდრო თავშესაფრად აქცია. ქალბატონ მანანას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, არის საქართველო-ჩინეთის ბიზნესსაბჭოს დამფუძნებელი და დირექტორი. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ყვავილების და ეზოს მოსავლელად დრო ყოველთვის რჩება.
- ყვავილებს არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას, უბრალოდ ჩემთვის არასოდეს არ არსებობდნენ... 2013 წლის ცხელ ზაფხულს, გვიან საღამოს სამსახურიდან დაღლილი მოვედი სახლში. ჩახუთული საღამო იყო, ოთახში ვერ გავჩერდი და აივანზე გავედი, ლეპტოპი
- იდეის განხორციელებას მარტო შეუდექით?
- ჩემი სურვილი ეჭვნარევი დუმილით მიიღო ჩემმა მეუღლემ, თუმცა ყველა ჩემი იდეა მოისმინა და დიდი მონდომებით შეუდგა ჩანაფიქრის განხორციელებას. ყველა სამშენებლო სამუშაოს დასრულების შემდეგ მთელი ზაფხული ვეზიდებოდი ქოთნებსა და მცენარეებს. სადაც რას ვნახავდი, ყველაფერს სახლში მოვარბენინებდი. ერთ დღეს კლუბმა "სოსანმა" ფოტოკონკურსი დააანონსა. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ჩემნაირ ახალბედას არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ, ბოლოს სულმა მძლია და დავრეგისტრირდი. ჯგუფის წევრები არ იშურებდნენ რჩევებსა და დარიგებებს, ახალბედას დიდი მონდომებით მიზიარებდნენ გამოცდილებას, ნერგებს, დადებით ემოციებს, მმატებდნენ რწმენას საკუთარ შესაძლებლობებში, ოჯახის წევრები ენთუზიაზმით მედგნენ გვერდში და მეხმარებოდნენ... და მე გავიმარჯვე. გავხდი ორი ნომინაციის გამარჯვებული. პირველი - სოციალური ქსელის სიმპათია, სადაც მივიღე მეორე ადგილი, ხოლო ნომინაციაში ახალგაზრდა მებაღე - პირველი ადგილი.
- რა შეცვალა ამ გამარჯვებამ თქვენს ცხოვრებაში?
- ამ გამარჯვებამ მომცა სტიმული, რომ მეტი გამეკეთებინა, ჯერი ეზოს გამწვანებაზე მიდგა და დღეს ჩემი ეზო-კარი ჩემი ოჯახისა და ჩვენი მეგობრების მყუდრო თავშესაფრად იქცა, აქ ვემალებით ქალაქის ხმაურს და ცხოვრების აჩქარებულ დინებას. ეს გატაცება გადამდები აღმოჩნდა ჩვენი მეგობრებისათვის, დღეს მე ვუზიარებ მათ გამოცდილებას.
- თქვენ თვითონ თუ იღებდით გამოცდილი მებაღეებისგან რჩევებს?
- არასოდეს მიმიმართავს პროფესიონალებისათვის, მე და ჩემი ბაღი ერთად ვსწავლობთ და ვიზრდებით, ერთად ვებუტებით სამყაროს და ერთად გვიხარია სიცოცხლე! აქ ყველაფერი ჩემს შინაგან სამყაროს ჰგავს და ისეთია, როგორიც მე ვარ. იცით, ყველა ბაღი განსხვავდება ერთმანეთისაგან, ყველა ბაღში მებაღის სული და ესთეტიკა იკითხება. ჩემს ბაღს 12 წლის ბზა ამშვენებს. ეს ბზა ჩვენი ოჯახის სიმბოლოა. როდესაც ამ სახლში გადმოვედით, სააღდგომოდ, საპატრიარქოს მოწოდებით შევიძინე პაწაწუნა ბზის ნერგი, მოვუარე, გავახარე და თვითონაც დამიფასა ზრუნვა - უკვე რამდენიმე წელია მისი ტოტებით ვეგებებით აღდგომას.
- რას ეტყოდით დამწყებ მებაღეებს?
- ამ ოთხი წლის მანძილზე მივხვდი, რომ ბაღის გაშენების დროს ყველა ახალბედა ერთი და იგივე გზით დადის. პირველი წელი, ეს არის ყველაფერი მინდას წელი! მეორე წელი, შეცდომების გააზრების წელია, მესამე წელი გონივრული დაგეგმარებისა და ამ გეგმის განხორციელების წელია. ხოლო ყოველი მომდევნო გაზაფხული უკვე ახალი კვირტის, ახალი ფოთლის, ახალი ამონაყარის მოლოდინის დროა, ყოველი ზაფხული - სიამაყის განცდის, ყოველი შემოდგომა - შრომის შედეგით ტკობისა და ყოველი ზამთარი მომავალი გაზაფხულის მოლოდინის დროა!
მერი ბლიაძე
კომენტარები