"სოფელში ვცხოვრობ და შინ ისე მაცვია, რომ შეიძლება ვერც წარმოიდგინო, რომ ეს პირველი ლედია..."

"დღეს ჩემი დღე ყოფილა, გილოცავთ ყველას ვისაც სოფლის ქალი შეიძლება ეწოდოს! ჯერჯერობით სრულყოფილი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ გავამართლო და დავხვეწო ჩემი თავი სოფლის მეურნეობაში..." - ასე გამოეხმაურა პირველი ლედი მაკა ჩიჩუა 15 ოქტომბერს, რომელიც თურმე სოფლელი ქალების საერთაშორისო დღე ყოფილა.

(იხილეთ ასევე: როგორ გადაურჩა "გაზის ჯარიმას" მარგველაშვილი - რას ჰყვება პრეზიდენტზე მისი "მოურავი")

პრეზიდენტი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დუშეთში კარგა ხანია გადავიდა. პირველმა ქალბატონმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან"
ინტერვიუში ასე გაიხსენა საცხოვრებლად სოფლად გადასვლა და იქ "სიხარულის ბაღის" გაშენება.

"მას შემდეგ, რაც

დუშეთში გადავედით საცხოვრებლად, ბაღის მოვლის სურვილი გამიჩნდა. ყველაფერი კი ერთი ხვიარა ვარდით დაიწყო, რომელსაც მეც და გიორგიც თავს ვევლებოდით.

 

ასევე იხილეთ: "მიყვარს, როცა ბაღს ველური სახე აქვს და არა გალაკული და გაპრიალებული" - მაკა ჩიჩუას ულამაზესი ბაღი დუშეთში


ყოველთვის ვნატრობდი, ეზოიანი სახლი მქონოდა, მიწა, სადაც ბაღს გავაშენებდი და მცენარეებს მოვუვლიდი. თუმცა, ეს არცთუ ადვილი აღმოჩნდა, რადგან ბაღს, ბოსტანსა და ხეხილს სხვაგვარი დაპროექტება სჭირდება. უნდა იცოდე, სად რა ტიპის მცენარე დარგო, ბოსტნეულს სად და როგორ მიუჩინო ადგილი. ყველა მცენარეს შეწამვლა სჭირდება, ნიადაგის განოყიერება, გამარგვლა, გასხვლა... ყველაფერს უცებ ვერ ისწავლი, ეს დროთა განმავლობაში მოდის და რაც მეტი მცენარე გაქვს, მით მეტი დრო და ენერგიაა საჭირო, რომ არაფერი გამოგრჩეს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეზოში ბევრი ციცარი, კატა და ძაღლი გვყავს. აბა, როგორ ავუხსნა მათ, რომ მცენარეებზე სირბილი არ შეიძლება? ჰოდა, ხშირად მიფუჭებენ ნარგავებს... განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

mzia 2016-12-21 18:30
ise 400 leqsi maqvs dasabecdi da ar gamacnia imis sashualeba ro gamovce krebuli.tu vinme damexmareba davlocav gvtis cinashe/gmadlobt
mzia 2016-12-21 18:28
es leqsi mashin davcere roca batoni giorgi prezidenti gaxda zalian kargebi xart carmatebebs gisurvebt
mzia 2016-12-21 18:26
aba giorgi gilocav prezidentobis gzas.kargi iqneba qartvelebs tu ar dagvadgav rqas.axda qartuli ocneba sxva raga gvinda ra.mtel saqartvelos dahnatis uzarmazari bra
maia 2016-12-21 15:04
aseti suratebisa da reklamaziebisagan tawi unda cheikawot da kwelas wkwarebit
ირმა 2016-12-21 01:14
გაიხარეთ,ქალბატონო მაკა.უსაყვარლესი ხართ და ძალიან ლამაზი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები