ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობასა ანიჭებენ ადამიანები გარემოს გამწვანებას, საცხოვრებელი სახლების, საოფისე ფართების, გასართობი ობიექტების მცენარეებით, ყვავილებით გალამაზებას. თუმცა არსებობს მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც ლანდშაფტის სწორად დაგეგმარებისთვის უმთავრესია. ბაღის დაგეგმარებაში, მის გამწვანებაში სასურველია ლანდშაფტის დიზაინერის დახმარება. თუმცა ზოგ შემთხვევაში ამის ფუფუნება ყველა ადამიანს არ აქვს. ამიტომ „შინ“-ის მკითხველს ლანდშაფტის დიზაინერი გრეტა რეინგოლდი სასარგებლო რჩევებს უზიარებს.
- რა არის ლანდშაფტის დიზაინი და რამდენად რთულია მისი შექმნა?
- ჩემი აზრით, ლანდშაფტის დიზაინი ეს არის ძალიან საინტერესო სფერო, სადაც ადამიანს ეძლევა
საშუალება შექმნას მისთვის სასურველი გარემო. გერმანულად "Land" – მიწაა, ხოლო "schaffen"-ის შექმნა. ბაღების მოწყობა, დაგეგმარება ბუნების და ადამიანის ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს საშუალება გვეძლევა მივიღოთ დიდი სიამოვნება შემოქმედებით პროცესში. ბაღის შექმნა არ არის ადვილი პროცესი, რადგან ბაღი ცოცხალი ორგანიზმია. იმისთვის, რომ შეიქმნას ლამაზი ბაღი, საჭიროა პირველ რიგში ბუნებისადმი სიყვარული, ნიჭი, გულმოდგინება და გარკვეული ცოდნა, როგორც მცენარეების, ასევე გარემოსი.
- სფერო, რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ, რამდენად არის საქართველოში განვითარებული?
- მებაღეობაში დაახლოებით ათი წლის წინ მოვხვდი. ამისთვის დიდი მადლობელი ვარ ჩვენი პატრიარქის, რომელმაც მომცა საშუალება უფასოდ შემესწავლა ეს საქმე. მაშინ მცირე რაოდენობის ფირმები იყო, შესაბამისად სპეციალისტებიც ცოტანი იყვნენ. ეს სფერო ახლა შედარებით განვითარდა, რაც ძალიან მახარებს. მატულობს როგორც სპეციალისტები, ისე მცენარეების ასორტიმენტი. დიზაინერების ძალიან საინტერესო თაობა მოდის, ახალი ხედვებით და კრეატიული იდეებით.
- საქართველოში დღესდღეობით ბაღის დიზაინში რა ტენდენციებია აქტუალური?
- ადამიანების გემოვნება ძალიან მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია. მოთხოვნები ყოველთვის არის სხვადასხვანაირი, თუმცა ბაღის დიზაინის შექმნა დამოკიდებულია იმ ფართზე, რომელიც აქვს დამკვეთს. ასევე მნიშვნელოვანია რელიეფი და ადგილმდებარეობა. ყველა კუთხე და კუნჭული კარგად უნდა შევისწავლოთ. ბაღის სხვადასხვა სტილი არსებობს. მე ძალიან მომწონს იაპონური სტილის ბაღი. ბაღის დაგეგმარებისას თავდაპირველად ხდება გასაუბრება დამკვეთთან, ვეცნობით მათ მოთხოვნებს. როცა დამკვეთი პაკეტს აირჩევს, ამის შემდეგ ხდება ბაღის აზომვა, დაგეგმარება, ბაღის დაყოფა ნაწილებად, როგორც ფუნქციონალურად, ისე დიზაინის მხრივ, ასევე ბილიკების გამოყოფა, დაკვალვა. მნიშვნელოვანია სარწყავი სისტემის ჩასმა და განათება. როცა დამკვეთს სურს მცირე არქიტექტურული ფორმები, ასეც უნდა იყოს გათვალისწინებული. როგორც აღვნიშნე, ყოველთვის ვითვალისწინებთ დამკვეთის გემოვნებას, მოთხოვნებს და შეთანხმების ნიადაგზე ვიღებთ ისეთ შედეგს, რომლითაც კმაყოფილია დამკვეთი.
- საქართველოში ლანდშაფტის დიზაინერის მომსახურება ძვირი სიამოვნებაა?
- ეს ცოტა რთული კითხვაა, რადგან მასზე გადაჭრით პასუხის გაცემა შეუძლებელია. საერთო,დ ბაღის მოწყობა ფუფუნების საკითხია, მაგრამ ჩვენთან არ არის ისეთი საოცარი ფასები, რომ ვერ შეწვდეს ადამიანი. ყოველთვის შეიძლება გამოიძებნოს საერთო ენა დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. შესაძლოა ეტაპობრივად გაკეთდეს ყველაფერი. დამკვეთებიც ერთვებიან ამ პროცესში, ბევრ რამეს სწავლობენ და შეაქვთ თავიანთი წვლილი. თუმცა პერიოდულად მაინც გვიწევს ბაღებში მისვლა, მეპატრონეებისთვის რჩევების მიცემა, სურვილის შემთხვევაში მცირე კორექტირება და ა.შ. რაც არ უნდა გამოცდილი იყოს ეზოს მეპატრონე, პროფესიონალის რჩევები მაინც სჭირდებათ. ხშირად იმდენად ერთვებიან შემოქმედებით პროცესში, რომ უფრო და უფრო მეტის გაკეთების სურვილი უჩნდებათ.
- ბაღში დასარგავ მცენარეებს რის მიხედვით არჩევთ?
- არის მცენარეების ტიპი, რომლებიც ჩრდილის მოყვარულია, ზოგიერთი კი მზის მოყვარული. როდესაც თბილისის პირობებში ვაკეთებთ ბაღებს, ვითვალისწინებთ იმას, რომ თბილისი მიეკუთვნება ნახევრად უდაბნოს. დასავლეთ საქართველოში არის განსხვავებული პირობები. შეიძლება მცენარე იყოს ჩრდილის ან მზის მოყვარული, მაგრამ არ იყოს ტენის მოყვარული. მზის მოყვარულია ყველასთვის ცნობილი ყვავილი ვარდი, რომელიც ნებისმიერ გარემო-პირობას ადვილად ეგუება. უდაბნოში და ნახევრად უდაბნოში კარგად ხარობენ ღვიები, ისინი კარგად უძლებენ მზეს. ჩრდილის მოყვარულია ულამაზესი ჰორტენზია. იგი მართალია, ჩრდილში იზრდება, მაგრამ უფრო დასავლეთის ჰავა მოსწონს.
- რაც შეეხება ტროპიკულ მცენარეებს, საქართველოში, რომელი სუბტროპიკული ან ტროპიკული მცენარე ხარობს კარგად?
- დასავლეთ საქართველოში კარგად ხარობს ბამბუკი, პაპირუსი, ჰორტენზია, ჰიბისკუსი, ოლეანდრი, ბუგენვილია, კლემატისი და კიდევ უამრავი მცენარე, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
- ივლისი-აგვისტოს თვეში რა სამუშაოებია ჩასატარებელი ბაღში?
- ივლისი-აგვისტო ძალიან ცხელი პერიოდია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მორწყვა, ასევე შეწამვლა, გათავისუფლება მავნებლებისგან. შესაძლოა გარკვეული მცენარეების გამრავლება.
- რაც შეეხება მორწყვას, მასაც თავისი სპეციფიკა აქვს. როგორ და რა დროს უნდა მოვრწყათ მცენარეები?
- მორწყვა სასურველია დილის ან საღამოს საათებში. შუადღისით პაპანაქება მზეზე მცენარეების მორწყვა არ შეიძლება. როცა ცივ წყალს ვასხამთ გახურებულ მიწაზე ან ფოთოლზე, ამ დროს ზიანდება, როგორც ფესვთა სისტემა, ისე ფოთოლი.
- თქვენთვის, როგორი უნდა იყოს იდეალური ბაღი?
- ძალიან მიყვარს იაპონურ სტილში გადაწყვეტილი ბაღები. ძალიან მიხარია, როცა დამკვეთები ასეთი სტილის ბაღებს მიკვეთავენ. როცა ასეთ ბაღს ვაწყობ, წარმოვიდგენ, რომ ამას ჩემთვის ვაკეთებ. თუკი ვიოცნებებდი და შემდეგ ამ ოცნებას განვახორციელებდი, ალბათ იაპონურ სტილში გადავწყვეტდი.
- ბევრი ფართომასშტაბიანი, საოცარი პროექტი გაქვთ განხორციელებული. ამ პროექტების შესახებ მოგვიყევით.
- ყველა პროექტი ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, ძალიან სასიამოვნოა და საინტერესოა სხვადასხვა ეროვნების, გემოვნების და პროფესიის ხალხთან ურთიერთობა. ხშირად მე თვითონ ბევრს ვსწავლობ დამკვეთისგან, რადგანაც ერთად გვიწევს ხოლმე მუშაობა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან საქართველოში, ასეთ კლიენტებთან თანამშრომლობისას იქმნება საინტერესო ნამუშევრები. საინტერესო იყო მუშაობა ფრანგებთან ტერასებზე, აზერბაიჯანის ელჩთან, რომელიც ადრე ცხოვრობდა იაპონიაში და იყო კარგად გარკვეული ამ სფეროში, საინტერესო ობიექტი იყო რესტორანი თბილისის ზღვაზე, რადგან მფლობელი ძალიან კრეატიული ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ მე მაინც უფრო დიდ სიხარულს მანიჭებს პატარა ბაღების დაგეგმარება, როცა იქმნება ისეთი გარემო, სადაც შესაძლებელია სულიერად დაისვენო, განიტვირთო და სიმყუდროვეში გაატარო თავისუფალი დრო.
მერი ბლიაძე

ერთ-ერთი დამკვეთი