ოზურგეთელი ხელოვანი, რომელმაც შვილიშვილის თხოვნით ბალახის სკულპტურების კეთება დაიწყო

ჟურნალისტი და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი კიდევ ერთ საინტერესო ადამიანს აცნობს საზოგადოებას:

"არც ვიცი, ამ საქმეს რა ჰქვია, მაგრამ შთამბეჭდავად კი გამოიყურება.
გელა ცენტერაძე ოზურგეთის სოფელ ნატანებში, საკუთარ ეზოში დიდ ფიგურებს აკეთებს და ხელოვნური ბალახით ფარავს.
ფიგურებს შორის ზღაპრის გმირები არიან. მასთან ნახავთ სხვადასხვა ცხოველს. ასევე, აქვს მესისა და რონალდუს ფიგურები. ხოლო პირველი, რაც გელამ გააკეთა, ცხენი და ქოხი იყო, რომლის თავზეც მოგვიანებით კარლსონი შემოსვა.
ეს ყველაფერი მან შვილიშვილის თხოვნით დაიწყო, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ სახლში დიდი სათამაშოები ჰქონოდა.
სურვილმა გელა
აზარტში შეიყვანა და ახლა მას ეზოში მუზეუმი აქვს.
თითო ფიგურის გამოყვანასა და საბოლოო სახის მიცემას 10 სრული დღე სჭირდება.
ვფიქრობ, ეს ფიგურები ბევრის გარემოს დაამშვენებს".




კომენტარები

მანანა 2022-04-26 19:17
არაჩვეულებრივია
ნონა 2022-04-25 14:58
თუ ყიდით დათვის ფასი მაინტერესებს და თქვენთან საკონტაქტო ნომერი
ნინო 2019-06-26 23:05
ხომ არ გაყიდით? წუნა და წრუწუნას შევიძენდიი
თამო 2019-06-26 15:16
რა მაგარია, აღვფრთოვანდი...
მზია 2019-06-26 11:06
გილოცავთ - ძალიან ნიჭიერი ბრძანდებით და სასიამოვნოა თქვენი ნამუშევრების ნახვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები