ბაღი, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, ასურეთში რეჟისორმა ზურაბ შიოშვილმა და მუსიკოსმა გიორგი ჭოლოკავამ გააშენეს. ბაღი საავტოროა და უცხოელების ყურადღება და აღფრთოვანება უკვე დაიმსახურა. ბაღში თავმოყრილია წმინდა სავანეებიდან წამოღებული, როგორც უბრალო, ისე უიშვიათესი სახეობის მცენარეები, ყვავილები. ამ ტიპის ბაღი მთელ ამიერკავკასიაში ერთადერთია. ბატონი ზურაბი და ბატონი გიორგი ერთადერთი ქართველები გახლდნენ, ვინც მაცხოვრის საფლავის გახსნის დროს იერუსალიმში იმყოფებოდნენ. მათ გადაიღეს ექსკლუზიური ფოტო და ვიდეოკადრები მაცხოვრის საფლავის გახსნის პერიოდში. ასევე გადაღებული აქვთ ჯვრის მონასტრის უნიკალური ფრესკები და უამრავი საინტერესო ძეგლი საბერძნეთში, ისრაელსა და პალესტინაში.
ამასთან, ორი მეგობარი საკვირველმოქმედი ხატის „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელის" მცველია, რომელიც აბსოლუტური ანალოგია ათონის მთაზე, ივერონის მონასტერში დავანებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა. ამ ყველაფერის შესახებ ვრცლად ჟურნალ „შინის“ შემოდგომის ნომერში მოგითხრობთ. ახლა კი მათ საავტორო ბაღზე ვისაუბრებთ.
გიორგი:
- მე და ზურას დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. უკვე წლებს ვეღარც კი ვითვლით. არაერთ პროექტზე გვიმუშავია და ბევრი საერთო საქმე გაგვიკეთებია ერთად. როგორც იცით, ეს ბაღი საავტოროა და მე და ზურაბი თანაავტორები ვართ.
ზურაბი:
- ხუთი წლის წინ ისრაელიდან სტუმრად ველოდებოდით ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს. გაჩნდა კითვა, სად უნდა მიგვეღო ეს სტუმრები. სივრცე, სადაც მათ ვუმასპინძლებდით, უნდა ყოფილიყო გარკვეული სტანდარტების შესაბამისი. ბევრი ფიქრის შემდეგ გაგვახსენდა ძველი აგარაკი ასურეთში. ეს იყო ამ ბაღის დაბადების საწყისი - გვინდოდა ლამაზი, დახვეწილი სივრცის შექმნა, სადაც სტუმრებს ვუმასპინძლებდით. მცენარეები, ფლორისტიკა ახალი თემა არ ყოფილა ჩვენთვის. ლანდშაფტის არქიტექტურაზე ვმუშაობდი წლების განმავლობაში. გადავწყვიტეთ, მიგვეხედა ამ ადგილისთვის. თავდაპირველად ძალიან უბრალო ყვავილები დავრგეთ, ეზოში თავისით იყო ამოსული მინდვრის ყვავილები, ზოგ მათგანს ადგილი შევუცვალეთ. ასე შეიქმნა ულამაზესი ბაღი.
- თუმცა დღეს არაერთი უნიკალური მცენარე იწონებს თქვენს ბაღში თავს...
გიორგი:
- როდესაც ვმოგზაურობდით, ათონის მთაზე, პალესტინაში, ისრაელში და ა.შ., გაგვიჩნდა იდეა, რომ წმინდა ადგილებიდან ჩამოგვეტანა თითო მცენარე მაინც, კალამი, თესლი, ნერგი. სიმბოლურად, ყველა საინტერესო ადგილიდან მოგვქონდა და ვახარებდით მცენარეებს. იცით, როგორ მოხდა? არსებულმა გარემოებებმა თავად გვიბიძგა, რომ ეს ბაღი შეგვექმნა. ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა მოვლენები თავისთავად მიეწყობა ხოლმე ერთმანეთს და ხვდები, რა უნდა გააკეთო.
- ვინც თქვენს ბაღს ნახავს, ყველა მიხვდება, რომ გზა, რომელიც თქვენ გაიარეთ, არ იქნებოდა მარტივი. რა სირთულეებს აწყდებოდით ძირითადად?
ზურაბი:
- არანორმალურად მძიმე შრომა გავწიეთ. მაქსიმალისტები ვართ და ეს ჩვენს ბაღსაც ეტყობა. სადღაც აპრილის შუა რიცხვებში დავიწყეთ ბაღის გაშენება და მაისის ბოლოს ჩვენ გვქონდა ულამაზესი, აყვავებული ბაღი, რომელსაც უკვე ჰქონდა თავისი ტექსტურა, არქიტექტურული ფორმები. გარდა ამისა, გავაკეთეთ ეკო ბოსტანი, რაც მაშინ იშვიათობა იყო. ანუ სადღაც თვე- ნახევარში მართლა საუკეთესო ბაღი გაკეთდა.
- აღნიშნეთ, რომ წმინდა მიწიდან მოგქონდათ მცენარეები. შეგიძლიათ რომელიმე მათგანი გამოარჩიოთ თავისი ისტორიით, თვისებებით და ა.შ?
ზურაბი:
- დაახლოებით 350 წელია, რაც ქართველებს იერუსალიმში აბსოლუტურად ყველაფერი დაკარგული აქვთ. რეალურად იქ ქართული აღარაფერი აღარ არსებობს. რაც ჩვენი იყო ოდესღაც, ის ყველაფერი დღეს სხვისია. მე და გიორგიმ იერუსალიმში მივაღწიეთ იმას, რასაც ვერავინ მიაღწია არაერთი მოლაპარაკებების შემდეგაც კი. ჩვენი ძალისხმევით 2016 წლიდან იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შეიქმნა ქართველთა კუთხე, სადაც ჩვენი ხატის („დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელის", რომლის შესახებაც ვისაუბრეთ შესავალში. ავტ.) პირველი ასლია დაბრძანებული. ასევე, იერუსალიმის პატრიარქმა ჩვენ გამოგვიყო საპატრიარქო ტაძარში ადგილი, სადაც ყოველი ჩასვლის დროს დავაბრძანებთ ჩვენს ხატს.
სწორედ ჯვრის მონასტრიდან გვაქვს წამოღებული რამდენიმე მცენარე, რომელიც ჩვენს ბაღში გავახარეთ. ჯვრის მონასტრის წინ დგას სამი ხე. მცენარეების სახეობები ვიცი უნიკალურ დონეზე, თუმცა ეს სამი ხე ჩვენთვის იყო აბსოლუტურად უცნობი. სამივეს ძალიან უცნაური ნაყოფი ესხა, რომლის მსგავსიც არასოდეს არაფერი მენახა. ვერავინ გვითხრა რა ხე იყო. გიორგის ვუთხარი, არ არსებობს აქედან მცენარე რომ არ გავზარდო-თქო. ავიღეთ ამ ხის თესლი და ჩამოვიტანეთ საქართველოში. როგორც გავარკვიე, ამ ხეს ქვია ბრაჰიჰიტონი. საბედნიეროდ, რამდენიმე ხე გავზარდეთ. ჯერჯერობით კონტეინერებში გვაქვს, გარეთ გატანას ვერ ვრისკავთ. ისეთი სილამაზის ხეა, რომლის აღწერაც შეუძლებელია. ეს საკუთარი თვალით უნდა ნახოთ.
გიორგი:
- მცენარეების ისტორია საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ თითოეული წამოღებულია წმინდა ადგილიდან. გვაქვს პელარგონიები, რომლის მსგავსი ფერები შესაძლოა ბევრს ჰქონდეს საქართველოში, მაგრამ ჩვენთვის მთავარი პრინციპი იყო ის, რომ მცენარე ყოფილიყო წმინდა აგილიდან წამოღებული. დავიწყოთ იმით, რომ თითოეულს იმ ადგილის მადლი და ენერგეტიკა მოჰყვება. ამ პრინციპით შექმნილი კოლექცია მსოფლიოში არ არის. არა იმიტომ, რომ მათი მოპოვება შეუძლებელი იყო, უბრალოდ აქამდე იდეა არ დაბადებულა. ეს იდეა ჩვენ გაგვიჩნდა ათონის მთაზე, კიდევ უფრო დიდი ხნის წინ, ვიდრე ამ ბაღის გაშენებას გადავწყვეტდით. ათონის მთა ხომ ღვთისმშობის ბაღის სახელით არის ცნობილი, სწორედ იქ გვაჩუქეს თავიდან ბერებმა რამდენიმე მცენარე.
- ალბათ რთულია სხვას ანდოთ მსგავსი ბაღის მოვლა. ყველაფერს თვქვენ თვითონ ართმევთ თავს?
ზურაბი:
- რა თქმა უნდა, ბაღს ვერავის ვანდობთ, ამიტომ ყველაფერს ჩვენ თვითონ ვუვლით. თუმცა ერთი დიდი პრობლემა გვაქვს, ეს არის ყველაზე მიუხედავი მუნიციპალიტეტი საქართველოში. ჩვენ არ გვაქვს სასმელი წყალი, გაზი, გზა. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ მთელი ზამთრის პერიოდში ვაგროვებდით წყალს. მე და გიორგიმ მთელი მექანიზმი მოვიფიქრეთ იმისთვის, რომ მცენარეები მოგვერწყა. საწვიმარი ღარი გადავაბით ერთმანეთს, შემდეგ მილი გადადიოდა ერთ სისტემაში, რომელიც ივსებოდა წყლით. წარმოიდგინეთ, ადრე ბრინჯაოს ხანაში თიხის მილებით უზრუნველყოფდნენ წყალმომარაგებას და სწორედ იგივე მექანიზმით მოვიპოვებთ ჩვენც წყალს 21-ე საუკუნეში. წარმოიდგინეთ მუნიციპალიტეტის გამგეობაში არც კი იციან, რომ მათ რიონში მსგავსი ბაღი არსებობს.
- ბაღის გაშენება არ არის მარტივი, დიდ ცოდნას მოითხოვს. რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც ბაღის გაშენებას გეგმავს?
გიორგი:
- სულ ვადევნებ თვალს, რა ხდება ამ მიმართულებით ჩვენთან. ბოლო ორი წელიწადია განსაკუთრებით გაუჩნდათ ადამიანებს სურვილი, რომ ლამაზი ბაღი გააშენონ. ყოველთვის ვაკვირდები ფინანსურ მხარეს. მე ვიცი ადამიანები, რომელებსაც 6,7,8 ათასი აქვთ დახარჯული მაგალითად ვარდებზე. იწყებენ ძალიან ბევრი მცენარის შეგროვებას, კოლექციონერობას, ცდილობენ ბაღები სტილისტიკით დაამსგავსონ ვერსალის ბაღებს. ამ სტილს ჰქვია რეგულარული ბაღები. საქართველოში მრავლადაა მსგავსი ბაღები. მაგრამ იცით რაშია საქმე? როგორი რეგულარული ბაღიც არ უნდა გააშენო, რომ შეხედავ, ის არის ძალიან ლამაზი, მაგრამ მას არ მოაქვს ჰარმონია. ეს არ არის ის ბაღი, სადაც დაჯდები, ჩაის დალევ მეგობართან ერთად. აქ არ არის ის რომანტიკა, რაც ბაღს უნდა ჰქონდეს. არსებობს სხვადასხვა ტიპის ბაღები, მაგალითან ინგლისური ბაღები, ფრანგული ბაღები. ლამაზი ბაღი იქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვწყვეტთ აკვიატებულ კოლექციონერობას. როცა ჩვენ ვიწყებთ კოლექციონერობას, მაშინ ვკარგავთ კონტროლს სივრცეზე. ბაღისთვის მთავარია ჯერ თვითონ სუნთქავდეს და შემდეგ შენ ისუნთქო.
ზურაბი:
- კარგი ბაღის გაშენება არის ძვირად ღირებული სიამოვნება. როდესაც ამბობ, რომ ბაღი უნდა გავაშენო, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა დახარჯო დიდი თანხა. თუმცა ბაღის გაშენება მაინც პირველ რიგში არის გემოვნება. თუ შენ კარგი გემოვნება არ გაქვს, კარგ ბაღს ვერ გააშენებ. დიზაინერს თუ მოიყვან, ვერ მიხვდები, ის რას გთავაზობს. ეს კიდევ ცალკე თემაა. დღეს ჩვენი ბაღი სხვა ტიპის ბაღია, მაგრამ თავიდან ძალიან უბრალო მცენარეებით გავალამაზეთ. ჩემი რჩევაა, მარტივი დეტალებით გაალამაზეთ ბაღი და რაც მთავარია, ეს გულით უნდა გააკეთო, რომ შემდეგ ჰარმონია იგრძნო.
მერი ბლიაძე

კომენტარები