"ასეთი ტრანსფორმაცია განიცადა ძველმა სახლმა..." - სახლი უჯარმაში, რომელიც თანამედროვე ვილად გარდაიქმნა

ვილა ლომა - ასე ეწოდა ამ მშვენიერ სახლს, რომელიც დიზაინერ ლელი შევჩენკოს პროექტით გარდაიქმნა და ნამდვილ ვილად იქცა. სახლი უჯარმაში მდებარეობს და ქართულ-ამერიკული ოჯახის, ჟვანია-ტაისონების კუთვნილებაა. უფრო დეტალურად პროექტის შესახებ თავად ლელი გვიამბობს:


- მომენტი, როცა დამკვეთთან საქმიანი თანამშრომლობის გარდა, გაკავშირებს მეგობრობა, აზროვნება, მსოფლმხედველობა და თანამოაზრეა ბევრ ასპექტში, ძალიან სასიამოვნოა. ქეთიმ და როკიმ სრული ნდობა გამომიცხადეს, როცა სახლის დიზაინზე დავიწყეთ მუშაობა. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა და სტიმულია ერთდროულად....

როცა ქეთის და როკის სახლის კონცეფცია წარვუდგინე, მთელი გულით გაეღიმათ. ამიხსნეს ღიმილის მიზეზიც
- პროექტი საოცრად ჰგავდა მათ სახლს, რომელიც ფლორიდაში ჰქონდათ. არადა, ამერიკული სახლი ნანახი არ მქონდა, უბრალოდ ვეცადე მათი კომფორტული სივრცე წარმომედგინა. ვინაიდან როკი ამერიკელია, ქეთისთვისაც ამერიკა მეორე სამშობლოსავით იყო, ჩემს წარმოსახვაში გაჩნდა ამერიკული და ქართული განწყობის სივრცეების ტანდემი.

საოცარი გარემო იყო სახლის გარშემო, ასწლოვანი მუხები, გარშემო ტყე, მზიანი მთები... არსებული სახლის დანგრევას აპირებდნენ რაღაც ეტაპზე და ახალი სახლის აშენებას, მაგრამ საბოლოოდ შევჯერდით, რომ ძველი სახლის გადაკეთება თუ მოხერხდებოდა, უკეთესი იქნებოდა - დროისა და ფინანსების დაზოგვის კუთხით.
რა თქმა უნდა, მშენებლობას ახლდა რემონტისთვის დამახაიათებელი თანმდევი სტრესული სიტუაციები, სარემონტო ჯგუფების მუშაობის გადაწყობა-გადმოწყობა, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ საბოლოო შედეგით ძალიან კმაყოფილ ახლობლებს რომ ხედავ, დიდი ბედნიერებაა...


ინტერიერში ჩაერთნენ ქეთის ძმისშვილებიც, ლაშა და რატი, ისინიც დიზაინერები და მხატვრები არიან... დაამზადეს არაჩვეულებრივი დიზაინის სამზარეულო, მოხატეს კედელი მისაღებ ოთახში...


ქეთი და როკის სახლთან ძალიან ბევრი თბილი მოგონება მაკავშირებს..




კომენტარები

ფისო 2023-06-22 11:58
ძალიან მოუხერხებელია როცა პირველ სართულზე კიბით ადიხარ. მეტი პრაქტიკული უნარები ტაისონებს თუ ვინცააა
მარინა 2022-07-19 08:20
ძალიან მაგარი გარდასახვაა, ულამაზეს ადგილზე მდებარეობს - უჯარმაში, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. იმრავლოს თქვენნაირმა ხალხმა
მანანა 2022-07-16 14:29
ბედნიერება ამ ოჯახს!
ფხიი 2022-07-14 05:38
ჰო,ჰო, აბა რა-აი ის მრგვალი რაღაცა განსაკუთრებით...
აია 2022-07-13 13:55
სიამოვნებით გესტუმრებოდით :დდ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები