აგარაკის გაფორმების დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები


1. ისეთივე მიდგომა, როგორც ბინის გაფორმების დროს

ბევრ ადამიანს აქვს ქალაქის სახლის, კორპუსის ბინის გარემონტების და მოწყობის გამოცდილება. როგორც წესი, როდესაც საქმე აგარაკის რემონტს ეხება ხოლმე, ადამიანები მშვიდად არიან და თვლიან, რომ ამასაც თავად გაუმკლავდებიან, გამოცდილება ხომ აქვთ, თუმცა აგარაკს თავისი სპეციფიკა აქვს და სპეციალურ, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.
ამ შემთხვევაში უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ნესტგამძლეობასა და თბოიზოლაციას, ქალაქის ბინებში კი ამ საკითხებს არქიტექტორები აგვარებენ ხოლმე.
ასევე თუ აგარაკი თქვენთვის ის ადგილია, სადაც მხოლოდ დასვენების დღეებს და ზაფხულს ატარებთ, აქცენტი უნდა გაკეთდეს სტუმრების
ოთახებზე, შესანახი სისტემები კი შეგიძლიათ, ქალაქის ბინასთან შედარებით, შეზღუდოთ.

2. დიზაინერზე უარის თქმა


კიდევ ერთხელ განვმეორდებით, თუ აგარაკი ის ადგილია, სადაც მხოლოდ ზაფხულს ატარებთ, სწორედ მაშინ ჩნდება იქ იაფფასიანი სანტექნიკა, უხარისხო შპალერი და ა.შ.
ასეთ სახლში ზაფხულის გატარება კი არცთუ სასიამოვნო იქნება, ასეთ სახლს სიმყუდროვე არ ექნება და სტუმრების დაპატიჟებაც, დიდი ალბათობით, უხერხული იქნება.
რა თქმა უნდა, ამ საკითხის მოგვარება დიზაინერის გარეშეც იქნება შესაძლებელი, თუმცა დეკორი, ავეჯი, ფერები წინასწარ რომ უნდა გაითვალოს, ეს ცალსახაა. ეცადეთ ძველი ავეჯი განაახლოთ, ფერები კი ღია და ნათელი შეარჩიოთ.

3. ეკონომია მნიშვნელოვან ნივთებზე


ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ სახლის აშენების შემდეგ რემონტისთვის საკმარისი ფული აღარ რჩება. ამ დროს, როგორც წესი, ირთვება მკაცრი ეკონომიის რეჟიმი, რომელიც ხშირად წარუმატებლად მთავრდება. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი დეტალები, რომელიც იძლევა ბიუჯეტის შეკვეცის საშუალებას (ავეჯი, დეკორის ელემენტები), თუმცა ზოგიერთ დეტალზე, მაგალითად სანტექნიკაზე, ეკონომიის გაკეთებას ნამდვილად არ გირჩევთ.

4. გაუთვალისწინებელი მიკროკლიმატი


ერთი შეხედვით მხოლოდ რამდენიმე თვე სიცხის გაძლება პრობლემა არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დამღლელი სეზონის, სამუშაო წელიწადის შემდეგ ადამიანმა კომფორტულად დასვენება მოახერხოს, თავი მაქსიმალურად კომფორტულად რომ იგრძნოთ და ცხელ დღეებში სიცხემ არ შეგაწუხოთ, აუცილებლად უნდა იფიქროთ გამაგრილებელ საშუალებებზე.

5. სტილი


რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ აგარაკი აუცილებლად უნდა იყოს აგარაკის სტილში, ფერადი ჭურჭელი, ხალიჩა კედლებზე და ა.შ. არადა, აგარაკზე შეიძლება სახლი გქონდეთ სხვადასხვა სტილში, იქნება ეს კლასიკა, სკანდინავიური თუ მინიმალისტური სტილი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები