G-Home ონლაინ მაღაზიას ხსნის: პრემიუმ ხარისხის სახლის ტექსტილი უკვე მთელ საქართველოშია ხელმისაწვდომი


სახლის ტექსტილის წამყვან კომპანიას G-Home-ს, რომელიც საქართველოში თურქული ბრენდის, Özdilek-ის, ექსკლუზიური წარმომადგენელია, თქვენთვის სასიხარულო სიახლეს აქვს: კომპანიამ ონლაინ შოპი – www.g-home.com.ge – გახსნა და მომხმარებელს ტექსტილის პროდუქციის შეძენის შესაძლებლობას უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით აძლევს.

Özdilek, 1971 წელს დაარსებული ბრენდი, დღეს ხარისხის, დახვეწილი დიზაინისა და მრავალფეროვანი ასორტიმენტის სინონიმია. თურქეთში 200-მდე ფილიალითა და ევროპისა და აზიის ბაზრებზე მყარი პოზიციებით, Özdilek-ი მომხმარებელთა უცვლელი ნდობით სარგებლობს, G-Home კი ამ ტრადიციას საქართველოშიც აგრძელებს.

აქამდე G-Home-ის პროდუქცია ხელმისაწვდომი იყო თბილისის, გორის, ხაშურისა და ზუგდიდის ფილიალებში. ახალი
ვებგვერდის მეშვეობით კი კომპანია გეოგრაფიულ საზღვრებს შლის და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოს და შეიძინოს უმაღლესი ხარისხის თეთრეული, პირსახოცები, ხალათები და საოჯახო ტექსტილის სხვა მრავალი პროდუქტი.


მომხმარებელზე ზრუნვის ნიშნად, G-Home-ს განსაკუთრებული პირობები აქვს:

*უფასო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით 100 ლარზე მეტ შენაძენზე.
*4-თვიანი 0%-იანი განვადება შენაძენებზე 45 ლარიდან და ზემოთ.
„ჩვენი მიზანია, G-Home იქცეს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის, არამედ კომფორტისა და სასიამოვნო გამოცდილების სინონიმად. g-home.com.ge-ს მეშვეობით, ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით ჩვენს მომხმარებლებს და ვთავაზობთ მათ საუკეთესო პროდუქტს საუკეთესო პირობებით,“ – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ონლაინ პლატფორმა ექსკლუზიური შეთავაზებებით, უმაღლესი ხარისხითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისით ემზადება, გახდეს სახლის ტექსტილის წამყვანი ონლაინ მაღაზია საქართველოში.

R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები