წელიწად-ნახევრის წინ, ჟურნალისტ თორნიკე ყაჯრიშვილის ცხოვრებაში უმძიმესი დღეები დაიწყო. მის 4 წლის შვილს - დათი ყაჯრიშვილს სიმსივნე დაუდგინდა. მამამ შვილის გადასარჩენად ბევრი იბრძოლა. ოჯახმა უმძიმესი გზა გაიარა...
ამ პერიოდში, ესპანეთში 15-თვიანი ცხოვრებისას და იმ რთული დღეების პარალელურად, თორნიკეს ჰობი გამოუჩნდა, რომლის დახმარებითაც უმკლავდებოდა რთულ დღეებს. თავის ჰობიზე, გადატანილ ბრძოლაზე და დათის ახლანდელ მდგომარეობაზე თორნიკე თავად ისაუბრებს.
- ბავშვობაში, სკოლის პერიოდში მოყვარულის დონეზე ვხატავდი, მაგრამ მერე მივატოვე. ესპანეთში ყოფნისას ერთ-ერთ მაღაზიაში აკრილის საღებავების ნაკრებს წავაწყდი, რომელმაც ყურადღება მიიქცია. ვიყიდე ტილოც და
სახლში დავხატე. ერთ ნახატს მეორე მოჰყვა და ასე გაჩნდა რამდენიმე ნამუშევარი. ყველაფერი სერიოზული თერაპია აღმოჩნდა. ხატვის პროცესში 1-2 საათი აბსოლუტურად ვითიშებოდი. ოღონდ, გამიზნულად არ ყოფილა, ახლა არტთერაპია მჭირდება-მეთქი. ბუნებრივად, თავისთავად მოხდა.

მერე სხვა მაღაზიაში რატანი აღმოვაჩინე. რატანი ხის მასალაა, წვრილი ტოტები, რითაც ხის ავეჯი იწნება. ეს მასალა ჯუნგლებში მოდის - ეგზოტიკურ ტყეებში და ძნელად მოიპოვება, თან არ არის დიდი რაოდენობით. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო, მქონოდა, რბილი ავეჯის საწარმო. მოკლედ, იმ ერთი ხვიით, რაც იმ მაღაზიაში შევიძინე, გავაკეთე სანათი, რკინის კარკასზე მოვწანი. პირველი ნამუშევარი ძალიან ლამაზი არ გამოსულა, მაგრამ პირველს მეორე მოჰყვა... მერე ინტერნეტში სხვადასხვა ვიდეო ვნახე, ამ მასალით როგორ მუშაობდნენ. საერთოდ, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი პრინციპია, არავის ნამუშევარი გავიმეორო. ვცდილობ, ჩემი ფანტაზიები მეტად ჩავრთო და გავაერთიანო. ნამუშევრები ასე ნელ-ნელა დამიგროვდა. არის სანათები, სანათის თავები, კალათა და სხვადასხვა რამ. რთული იყო იმ ნივთების ესპანეთიდან აქ გამოგზავნა, მაგრამ როგორღაც მოვახერხე.

- როგორც ვატყობ, ამ საქმის გაგრძელებას სერიოზულად აპირებ...
- გარდა იმისა, რომ ვმუშაობდი, დამატებითი შემოსავალი სულ მინდოდა, მქონოდა. ესპანეთიდან მასალის რაღაც გარკვეული რაოდენობა წამოვიღე და გადავწყვიტე, ნამუშევრები აქ გავაკეთო. ჩვენთან მსგავსი ტიპის სანათები თუ იყიდება, ყველა უცხოეთიდან არის შემოტანილი. საქართველოში სანათებს აკეთებენ, მაგრამ ამ მასალაზე არავინ მუშაობს. ამიტომ, მინდა, შევქმნა ქართული ბრენდი ესპანური მასალით, რომელიც საქართველოში დამზადდება. რატანი საკმაოდ ძვირადღირებული მასალაა.

მოკლედ, ჰობით დაწყებული საქმე ბიზნესად მინდა, ვაქციო, თუმცა სიტუაციასაც გააჩნია. ფაქტია, რომ შრომატევადია, დროს, ენერგიას და ნერვებს მოითხოვს. რთლია, ერთმა ეს საქმე ადამიანმა აკეთოს. ამიტომ, ეს ყველაფერი მინდა, კომპანია „ტოტანად“ ჩამოყალიბდეს.

ტოტანი ესპანური სიტყვაა და ტოტს ნიშნავს. რადგან ქართულადაც ტოტია. ამიტომ მინდა, მისი ქართულ-ესპანური ბრენდად ჩამოყალიბება. ამის გარდა თიხაზე მუშაობის სწავლასაც ვაპირებ, რომ სანათის ძირები დავამზადო. მერე კი სიამოვნებით დავიმატებ რამდენიმე თანამშრომელს, ვისაც ეს საქმე მოსწონს და აქვს მშვიდი ნერვები. ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს. სამომავლოდ კი, უკვე მოწნულ ავეჯზეც გადავალ... განაგრძეთ კითხვა