კაცი მთელი ზამთარი აგროვებდა პლასტმასის ბოთლებს და აგარაკზე მიჰქონდა... მეზობლები დასცინოდნენ, მაგრამ...

დაადგინეს, რომ საშუალო სტატისტიკური ევროპული ოთხსულიანი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში 300 პლასტიკურ ბოთლს მოიხმარს. ამ მასალის ხელმეორედ გამოყენება კი თავისუფლად არის შესაძლებელი.
გარდა იმისა, რომ პლასტიკური ბოთლების გამოყენების შემთხვევაში ჩვენ ვუფრთხილდებით გარესამყაროს, საკუთარ ფინანსებსაც ვზოგავთ.
ახლა გაგაცნობთ მეთოდს, როგორ შეიძლება გააკეთოთ საკუთარი ხელითა და მხოლოდ პლასტიკური ბოთლების საშუალებით შესანიშნავი სათბური.


ამ შოტლანდიელს მსგავსი სათბურის ასაშენებლად 3 თვე და 1000 ბოთლი დასჭირდა. სათბური 2 მეტრი სიგრძის, 2 მეტრი სიგანის და 1,9 მეტრი სიმაღლის გახლავთ.
როგორც ამ სათბურის ამშენებელი ამბობს, ყველაზე რთული

სამუშაო ბოთლების ეტიკეტებისგან გასუფთავება გახლდათ. ასევე ცოტა სირთულესთან იყო დაკავშირებული ისეთი ადგილის მოძიება, სადაც გამოყენებამდე მოახერხებდა ამდენი ბოთლის შენახვას.


სათბური შემდეგნაირად აშენდა: ჯერ გაკეთდა ხის კარკასი, შემდეგ ბოთლები ჩამოეცვა ერთმანეთს. კონსტრუქცია ხის წკეპლებით დამაგდრა.
ამ კონსტრუქციის დადებითი მხარე კიდევ ის არის, რომ მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ძალიან მარტივია.

კომენტარები

z 2017-05-21 15:12
რას შვებიან შოტლანდიელები როცა ცივა? სანთელს შემოუსხდებიან. რას შვებიან შოტლანდიელები როცა ძალიან ცივა? სანთელს აანთებენ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები