სარეველებს ხელით ვგლეჯდი, სანამ მეზობელმა ეს ძალიან კარგი საშუალება არ მასწავლა...

ლამაზ, ხასხასა გაზონზე სეირნობა ყველას ძალიან სიამოვნებს. თვალსაც ხიბლავს მწვანე ბალახი, თუმცა მისი მოვლა ადვილი როდია. სარეველა ბალახი ძალიან ძნელი გასანადგურებულია, ის ყოველდღიურ ბრძოლას მოითხოვს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჩვენ კი ვეცდებით შემოგთავაზოთ სარეველასთან ბრძოლის უმარტივესი და რაც მთავარია, საკმაოდ ეფექტური მეთოდები. 


1. სოდა
თუ თქვენს ეზოში მომრავლებულმა სარეველა ბალახმა ძალიან შეგაწუხათ, გირჩევთ მოიმარაგოთ სოდა. ეს იდეალური საშუალებაა. უბრალოდ, მოაყარეთ სოდა პრობლემურ ადგილას და იქ სარეველა ბალახი აღარ გაიზრდება.


2. მარილი
ერთი ჭიქა მარილი გახსენით ორ ჭიქა ადუღებულ წყალში და

სასწაულმოქმედი ხსნარი მზად არის. მოასხით ეს ნაზავი საჭირო ადგილას და სარეველა ბალახი არათუ გაქრება, კარგა ხანი სხვაც არ ამოვა.


3. ძმარი
ჩაასხით ძმარი პულევიზატორიან ბოთლში და მორწყით სარეველა. ეს პროცედურა ძალიან ფრთხილად უნდა ჩაატაროთ, რათა ძმარი მცენარეებს არ მოხვდეთ.


4. არაყი
აურიეთ ერთმანეთში 30 მლ არაყი, რამდენიმე წვეთი თხევადი საპონი და ორი ჭიქა წყალი. ჩაასხით ასევე პულევიზატორიან ბოთლში და შეასხურეთ სარეველას, რომელსაც ეცემა მზე. ჩრდილში ეს მეთოდი არ ამართლებს.

 

5. ფურაჟის მარცვალი
ეს პროდუქტი ხელს უშლის სარეველას ზრდას. მის შემადგენლობაში შემავალი გლუტენი ხელს უშლის ახალი წარმონაქმნის განვითარებას. ამ საშუალების გამოყენებას ზაფხულში გირჩევთ, როდესაც მცენარე უკვე გაზრდილია და გლუტენი მას საფრთხეს ვეღარ შეუქმნის.


6. სარეველას გასანადგურებლად ძალიან ეფექტურია ასევე არაორგანული ნივთიერებები. სარეველა უბრალოდ ვერ გავრცელდება იმის გამო, რომ მას ვერ მიეწოდება მზის სინათლე.

7. ჰერბიციდის საპონი
ძმარსა და მარილზე საუბრისას ასევე უნდა ვახსენოთ ამ ნივთიერებებით დამზადებული კიდევ ერთი ეფექტური საშუალება. იმისათვის, რომ საკუთარი ხელით გაამზადოთ ეს სასწაულმოქმედი საწამლავი, შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის მარილი, ძამრი და სარეცხის საპონი. ეს ნაზავი სარეველას მოაფრქვიეთ.

კომენტარები

ირინა 2024-07-14 21:53
მე ვცადე წყალი ძმარი მარილი და თხევადი საპონი ეს ყველაფერი ერთად არეული არაფერი შედეგი არ ქონია
გიორგი 2023-06-03 09:14
ლოკოკინას უნდა დაუყაროთ კვერცხის ნაჭუჭის ფქვილი და იმ ადგილს აღარ გაეკარება
ზაზა 2023-06-03 01:21
ამინის მარილით
ლამზირა 2023-06-02 17:02
აკაციის გადაშენებას თუ ვინმე მასწავლით უფალი დაგლოცავსთ
ქეთინო 2023-03-25 00:00
გთხოვთ მასწავლეთ როგორ მოვსპო სურო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები