ნატო შავგულიძე მოყვარული მებაღეა. თერჯოლის რაიონში სახლის ეზო საკუთარი გემოვნებით, დიზაინით მოაწყო. ყვავილების სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება. სკოლიდან წამოსული გზად რომ ლამაზ ყვავილს დაინახავდა, მეპატრონეს ტოტს ან ფოთოლს სთხოვდა და დედასთან სიხარულით მიარბენინებდა. ყვავილებს თავად ამრავლებდა, აკალმებდა, ახარებდა და თავადვე უვლიდა. დღეს მის ბაღში უამრავი სახეობის ყვავილი ხარობს და მისივე ხელით შექმნილი ლამაზი გუბურაც, რომელიც ძველი საბურავისა და ცელოფნის დახმარებით, თავადვე გააკეთა და გაალამაზა.
- პროფესიით ფარმაცევტი ვარ. მცენარეებს და კერძოდ ყვავილებს რაც შეეხება მათი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მომდევს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ეზოს ყვავილი იქნება, თუ ოთახის.
ალბათ მშობლების გავლენა ყოველთვის იგრძნობა შვილებზე. დედას უყვარდა ყვავილები,
უამრავი ლამაზი ვარდი ჰქონდა და დღესაც აქვს ეზოში. მთელი ბავშვობა ვუყურებდი, როგორ უვლიდა და ეფერებოდა ყვავილებს, მცენარეებს. ამან დიდი გავლენა იქონია ყვავილებისადმი სიყვარულში. ჩვენი ეზო ყოველთვის იქცევდა გამვლელთა ყურადღებას თავისი მრავალფეროვნებით. ყოველთვის ვცდილობდი დავხმარებოდი დედას, ეს მორწყვა იქნებოდა, თუ მცენარეების გაკრეჭა, დაკალმება. ესეც ერთგვარი დღესასწაული იყო ხოლმე ჩემთვის და დღემდე ასეა...
-ბაღი, რომელსაც დღეს უვლით და ალამაზებთ რა მდგომარეობაში იყო, სანამ მის გაშენებას დაიწყებდით?
- რაც შეეხება ადგილს, სადაც დღეს ჩემი მოკრძალებული ბაღია გაშენებული, ადრე მხოლოდ რამდენიმე ძირ ყვავილს ითვლიდა, დღეს კი ეს რაოდენობა, ჩემდა სასიხარულოდ, მრავლად არის. ბევრი სახეობის ყვავილი ხარობს ჩემს ბაღში, არის ვარდების სხვადასხვა ჯიში, გეორგინები, ასტრები, აზალიები, პიონები, ზამბახები, ჰორტენზიები, პეტუნიები, მიხაკები, სხვადასხვა ჯიშის და ფერის გვირილები, არღავანი (იუდას ხე), ბრუგმანსიები, იაპონური აუკუბა, ხე და ერთწლოვანი ჰიბისკუსები, მაგნოლია და კიდევ უამრავი სახეობა, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
ასევე მაქვს ოთახის მცენარეები, სხვადასხვა ჯიშის და ფერის იები, ბეგონიები, კაქტუსები, აგლაომენები, სპატიფილუმი, გლოქსინიები, ბალზამინები, კალანხოები და კიდევ მრავალი სხვა. გულს მიხარებს და დღეს მილამაზებს მათი ყურება და მოვლა.
ყველა ყვავილს ასე ვეძახი - "ჩემს გოგოებს". მიმართვის ეს ფორმა ჩემს მეგობრებს სახალისოდ აქვთ და ხშირად მოიკითხავენ ხოლმე, თუ როგორ არიან "ჩემი გოგოები" .
- რამდენად რთული იყო თქვენთვის ლამაზი ბაღის გაშენება?
- სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს ჩემთვის იმ საქმის კეთება, რაც ასე ძალიან მიყვარს!
- ფავორიტ მცენარეს ხომ არ გამოყოფდით?
- ზოგჯერ მიფიქრია, რომელი მიყვარს და რომელს გამოვარჩევ დანარჩენებისგან და ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს, მიყვარს ყველა ის მცენარე, რომელსაც ყვავილი აქვს! ასე რომ, ყველას ვეტრფი და თითოეული მათგანი ჩემი ფავორიტია.
- ბაღს თვითონ უვლით? ყველაფერს თავად უძღვებით, თუ ვინმე გეხმარებათ?
- ვცდილობ თავად გავართვა ამ ყველაფერს თავი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ოჯახის წევრებსაც ვთხოვ დახმარებას. მათაც არ ეზარებათ და ერთიანი ძალებით ვილამაზებთ გარემოს.
- თითოეულ ყვავილს სხვადასხვანაირი მოვლის პირობები სჭირდება, როგორ ისწავლეთ ამდენი მცენარის მოვლა?
- დიახ, რა თქმა უნდა პირობები ნამდვილად ყველა მცენარეს თავისებური სჭირდება. ეს დაკავშირებულია ნიადაგთან, წყლის მიწოდებასთან, შეწამვლასთანდა სხვა. ინფორმაციასვიღებ სხვადასხვა საიტებიდან და კომპეტენტური ადამიანებისგან.
- ცოტა ხნის წინ გუბურა გააკეთეთ საკუთარი ხელით...
- რაც შეეხება ე.წ. გუბურას მისი გაკეთების იდია რამდენიმე თვის წინ გამიჩნდა, როცა ეზოს დეკორაციები ვნახე ერთ-ერთ საიტზე. შევარჩიე ადგილი, მოვიძიე საჭირო მასალა და საკუათარი ხელით "შევქმენი" ის, რისი გაკეთებაც ასე ძალიან მინდოდა! ვფიქრობ, დავამატებ რამდენიმე დეტალს. მინდა, გვერდით ლამაზი კალათებიც "ავუშენო".
მერი ბლიაძე

კომენტარები