ლამაზი და დახვეწილი ბილიკი ნებისმიერ აგარაკს უხდება. ის ეზოს ბევრად მოწესრიგებულ ელფერს სძენს. ბილიკი არა მარტო სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს, არამედ მნიშვნელოვან დეკორატიულ ფუნქციასაც ასრულებს. იმისათვის, რომ თქვენს მიწის ნაკვეთს ესთეტიკა მიანიჭოთ, გირჩევთ იზრუნოთ ბილიკებზე. მოგაწვდით იდეებს, არჩევნი კი თქვენი გასაკეთებელი იქნება.
ბილიკი ობოექტზე ქმნის ერთგვარ ანსამბლს, რომელიც იძლევა საშუალებას ერთმანეთისგან გამოყოთ ფუნქციონალური ზონები. პროფესიონალის მიერ კარგად გათვლილ ბილიკებს ლანდშაფტის ხარვეზების დაფარვაც კი ძალუძს.
მაშ ასე, გთავაზობთ იდეებს, თუ როგორ შეიძლება გააკეთოთ აგარაკზე ბილიკი საკუთარი ხელით და განსაკუთრებული ფინანსური დანახარჯების გარეშე.
2. იყავით თამამი და გამოიყენეთ სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის მასალები
3. ასეთი ფერადი ბეტონის ფილებისგან გაკეთებული ეზო ძალიან ლამაზიც გამოვა და იაფიც.
4. პატარა მიწის ნაკვეთზე ეცადეთ არ გააკეთო სწორი ბილიკი, უმჯობესია ის მიხვეულ-მოხვეული იყოს.
5. თანამედროვე სტილი - ტროტუარის ფილები. ეს ძალიან სადა, დახვეწილი და პრაქტიკული ვარიანტია.
6. უფრო და უფრო პოპულარული ხდება ხელოვნური ქვის ფილები. ვერაფერს იტყვი, მართლაც ძალიან ლამაზად გამოიყურება.
7. ეს კლავიშების სტილის ბილიკი კი ნამდვილი საოცრებაა და პატრონს დახვეწილ გემოვნებას უსვამს ხაზს.
8. მოზაიკით გაფორმებული ეზო ნამდვილად მიიქცევს ნებისმიერი სტუმრის ყურადღებას.
9. როგორც უკვე გითხარით, კომბინირებული მასალა ყოველთვის ძალიან ეფეტურია, განსაკუთრებით თუ სიმწვანეც აქვს შერეული.
10. ეს კი ფერადი მოზაიკაა და ფოტოს ნახვის შემდეგ მგონი, რამის ახსნას აზრი აღარ აქვს.
11. ბორდიური აგარაკზე შეიძლება იყოს ქვის, დაწნული, მოზაიკის, მინის და ა.შ.
12. ბორდიური არა მარტო ალამაზებს ეზოს, ის მას დასრულებულ სახეს აძლევს.
13. უბრალო ბალახი ძალიან უხდება და ავსებს ნებისმიერი სახის ბილიკს.
14. აი, აგურით გაფორმებული ეზო კი ნამდვილად კლასიკაა, რომელიც ნებისმიერი სტილის აგარაკს დაამშვენებს.
15. ეზოს გასაფორმებლად სამშენებელო აგურის გამოყენებას არ გირჩევთ, ის ზამთარში პრაქტიკულობით არ გამოირჩევა. საამისოდ სპეციალური აგური დაგჭირდებათ, რომელიც კარგად უძლებს წყალსა და ყინვას.
16. ყველაზე იაფი, გავრცელებული და გამძლე ვარიანტი კი ქვებია ბეტონში. ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ გასაქანი მისცეთ ფანტაზიას და ქვები საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ.
17. ეს უბრალო, თუმცა ძალიან აკურატული გზა კი ზღაპრული სამყაროს შესავლელს გაგახსენებთ.
18. ალტერინატიული, იაფი მასალა კი მინის ბოთლებია. მას ძირით ზემოთ ათავსებენ გრუნტში და სხვადასხვა ფორმას აძლევენ.
კომენტარები