თამარი ოქროაშვილი წარმოშობით თელავიდანაა, მაგრამ წლებია გერმანიაში ცხოვრობს. ქალაქ ჰალეში მეუღლესთან ერთად დიდ მეურნეობას ჩაუყარა საფუძველი. ბევრს შრომობს, მოჰყავს ხეხილი, ბოსტნეული, ამასთან, ბავშვთა სამუსიკო აკადემიაში ფორტეპიანოს ასწავლის. რა ძალისხმევას და სახსრებს მოითხოვს ბაღის მოვლა, რა წესები და კანონები არსებობს ამ მხრივ გერმანიაში, სწორედ ამ და სხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრა თამარი.
- წარმოშობით თელაველი ვარ და უკვე დიდი ხანია გერმანიაში ვცხოვრობ. გერმანიაში დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ფორტეპიანოს განხრით. ახლა სტუდენტი ვარ სპეციალური განხრის, რომელსაც საკონცერტო პიანისტი ჰქვია და ამ ზაფხულს ვამთავრებ.
გარდა ამისა, ვარ ფორტეპიანოს პედაგოგი და ვასწავლი ბავშვთა სამუსიკო აკადემიაში.
გატაცებით უამრავი რამ მიტაცებს. მაგალითად მოგზაურობა, ხატვა, ჩხირებით და ყაისნაღით ქსოვა, სამზარეულოში ტრიალი, ღებვა და შენება ჰობის დონეზე. ჩემს მეუღლესთან ერთად ბაღში მუშაობა და განტვირთვა.
- როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე და რამდენი წელია რაც დაოჯახდით?
- ჩემი მეუღლე გერმანიის ჩრდილოეთის ერთ-ერთ კუნძულზე გავიცანი და უკვე მეცხრე წელია ერთად ვართ, თუმცა სულ ერთი წელია ეს ურთიერთობა ოფიციალურად გავაფორმეთ.
- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, როცა შეიტყვეს, რომ უცხო ქვეყანაში აპირებდით დაოჯახებას?
- ჩემმა ოჯახმა თავიდანვე დიდი თავისუფლება მომცა. ისინი ბედნიერები არიან, რომ მე ბედნიერი ვარ და ეგოისტურად არ ეკიდებიან ამ საკითხს. გარდა ამისა, შეყვარებულები არიან ჩემს მეუღლეზე, რადგან ის ძალიან აფასებს საქართველოს, ქართველებს და ჩემს ოჯახს, რა თქმა უნდა.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ მიწაზე გემუშავათ, მეურნეობა შეგექმნათ?
- მიწაზე მუშაობა თავიდან ჩემი აკვიატება იყო, რადგან ბუნებაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ჩემი დიდი სურვილია სოფელში (ქალაქთან ახლოს) ცხოვრება, რადგან ეს გარემო მამშვიდებს და ყველაფერს ნეგატიურს მავიწყებს. მე და ჩემს მეუღლეს გვეეჭვებოდა, ამ ყველაფერს ყოველდღიურობას შევუთავსებდით თუ არა, მაგრამ ყველაფერი გამოვიდა.
- ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებთ, თუ დამხმარეებიც გყავთ?
- ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ, ყოველგვარი დახმარების გარეშე. გაზაფხულზე და შემოდგომაზე ბევრი სამუშაოა: დაბარვა, გათოხნა, თესვა, სარწყავი მოწყობილობების დაყენება და დანარჩენი ბაღის სამუშაოების მოთავება. ზაფხულში ბაღი იმდენად ლამაზია, რომ გინდაც ბევრი საქმე იყოს, არ ვიღლები.
- თქვენ, ან თქვენი მეუღლის ოჯახი თუ იყო მანამდე ამ საქმიანობით დაკავებული?
- ჩემი ოჯახი გაჭირვების პერიოდში ქალაქიდან სოფელში გადავიდა საცხოვრებლად, რათა სოფლის მეურნეობაში ჩაბმულიყო და საჭმელი მაინც არ მოგვკლებოდა. დედას ახლაც უამრავი რამ მოჰყავს მიწაზე და თავის პროფესიაშიც აქტიურია. ჩემი მეუღლის ოჯახსაც მოჰყავს ბევრი რამ, მაგრამ არა საჭიროების გამო. ომის პერიოდში მათაც უწევდათ საკუთარ საჭმელზე ზრუნვა და თითქოს ეს ტრადიციად დაიტოვეს.
- რა სახის პროდუქტი მოგყავთ ბაღში?
- ბაღში მხოლოდ ბიო პროდუქტი მომყავს. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მხოლობითში, რადგან ამას მართლა მარტო ვაკეთებ. ბევრ ვაშლის, მსხლის და ატმის ხესთან ერთად მაქვს, მოცხარი, კივი და მარწყვი. ყოველ წელს სხვადასხვა ბოსტნეული მომყავს, როგორიცაა სიმინდი, სალათა, კიტრი, პამიდორი, წიწაკა, ჩილი, ბადრიჯანი, საზამთრო, ნესვი, კეჟერა და კომბოსტოს სხვადასხვა სახეობა.
- ისეთი პროდუქტები თუ მოგყავთ, რომელიც საქართველოში არ მოდის, ან იშვიათია?
- წელს მქონდა წითელი კეჟერა, ბრიუსელის კომბოსტო, არტიშოკი და ბატატი დამატებით.
- როგორც ვიცი, გერმანიაში მსგავსი ტიპის ბაღებისთვის არსებობს სპეციალური კანონები. მოგვიყევით მათ შესახებ. რა კანონების დაცვა გიწევთ?
- ეს ბაღები, რომლებიც დიდ ქალაქებში გვხვდება და ყველას საშუალებას აძლევს სოფელში წასვლის გარეშე მიწაზე იმუშაოს, არის ქალაქის საკუთრება და შესაბამისად დადგენილია წესები. ბაღის მინიმუმ ერთი მესამედი ნაწილი უნდა იყოს დაკავებული ხილ-ბოსტნეულით და ეს ყოველ წელს კონტროლდება, არ შეიძლება კაკლის ხის დარგვა, რადგან ის დიდ ფესვებს იდგამს და ასევე დიდი იზრდება, არ შეიძლება ნაძვის დარგვა, მაგრამ არავინ არ მოჭრის თუ ეს ხე უკვე დიდი ხანია იქ დგას. უფლებას გაძლევენ მაქსიმუმ 24 კვადრატულ მეტრიანი სახლი დადგა და მხოლოდ ზაფხულში გეძინოს იქ, რასაც ბევრი აკეთებს. ჩვენი ბაღი ხუთ წუთის მოშორებითაა ჩვენი სახლიდან და მიუხედავად იმისა, რომ ბაღში გათენების საშუალება გვაქვს, მხოლოდ ერთხელ გვეძინა ბაღში. ღობეების სიმაღლეც დადგენილია, რადგან ეს ბაღები ასევე ქალაქის გამწვანებას ემსახურება და ყველას უნდა შეეძლოს თუნდაც შორიდან ამის დანახვა. წესებმა შეიძლება ვარირება განიცადოს ქალაქის მიხედვით, მაგრამ მთავარი პრინციპი იგივე რჩება.
- დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ბაღის მოვლა?
- ბაღის მოვლა იაფი ნამდვილად არაა. წელიწადში ერთხელ იხდი თანხას, რაც ეს ბაღი ღირს (ერთ კვადრატულ მეტრზე 0,90 ცენტამდე ღირს), ამას ემატება წყალი და დენი. ეს წელიწადში ერთხელაა და ჩვენ 500 ევრომდე ვიხდით, მაგრამ მთავარი თანხა ღირს მცენარეები, თესლები (მაგალითად პამიდორის ხუთი თესლი 4 ევრო ღირს). ასევე, ბაღის გაყვანილობები და ხელსაწყოები. ამიტომ გავაკეთე ინსტაგრამზე გვერდი, სადაც ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტი გამომწერი და მოწონება მოვიპოვო. ეს მომცემს საშუალებას, რომ დიდმა ორგანიზაციებმა ჩემთან ერთად ისურვონ მუშაობა და მსგავსი პროდუქცია მაჩუქონ. თუ ამ საქმეში ხელი გინდათ მომიმართოთ, მომძებნეთ ინსტაგრამზე სახელით gartenzwerg2021, გამომიწერეთ და მომიწონეთ.
- უამრავი სახეობის პროდუქტი მოგყავთ. მათ რეალიზებასაც ახდენთ, თუ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისვის იყენებთ?
- ყოველ წელს იმაზე მეტი მომყავს, ვიდრე ეს ჩვენ გვჭირდება. უკვე წლებია ჩემს მეზობლებს, კოლეგებს, ნათესავებს და მოსწავლეებს ზაფხულის მოსვლა უხარიათ, რადგან ყველას ვამარაგებ ჩემი ბიო პროდუქციით და ხანდახან ქუჩაში უცხოებზეც კი გამიჩუქებია.
- მწნილებს, მურაბებს და კამპოტებს თუ აკეთებთ?
- კი, ვაკეთებ. ხილის ჟელეებს, მშრალი პოომიდორი ზეითუნის ზეთში, მსხლის მურაბა, ვაშლის ჯემი, კიტრის მწნილი და ბევრი სხვა რამ. ზაფხულში საკუთარი ხილით უგემრიელეს ნაყინს ვამზადებ.
- მათი დამზადება გერმანიაში ისწავლეთ, თუ საქართველოში?
- დედა და ბებო ყოველთვის აკეთებდნენ და აკეთებენ ზამთრისთვის მსგავს გემრიელობებს. ალბათ აქედანაც ვისწავლე, მაგრამ უმეტესობას ჩემით ვსწავლობ და ინტერნეტში ბევრს ვკითხულობ.
- გერმანელებს რაიმე განსხვავებული მეთოდი ხომ არ აქვთ მათ დასამზადებლად?
- ნაკლებ შაქარს იყენებენ და სიტკბოს განეიტრალებას ყოველთვის ლიმნით ახდენენ. ჩემი მსხლის ჟელე ჩვენს ნაცნობობაში განთქმულია. დარიჩინით და რომით ვაკეთებ და ძალიან უყვართ.
- სტიქიის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს როგორ იქცევით? დაზღვევა თუ გაქვთ და რამდენად ანაზღაურებს ის ფერმერის ზარალს?
- რამდენიმე წლის წინ გახშირდა მსგავს ბაღებში მოპარვა და ამ პატარა სახლების დაწვაც კი. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბაღი უნდა დაგვეზღვია. სტიქიის შემთხვევაშიც დაცული ვართ. როდესაც მსგავს დაზღვევას აკეთებ, თავიდანვე ათანხმებ რამდენი უნდა გადაგიხადონ და რა ფასი აქვს შენს ბაღს და ბაღის ხელსაწყოებს მთლიანობაში. იმედი მაქვს, მსგავსი რამ არ მოხდება, მაგრამ თავს დაცულად ვგრძნობ.
- ზოგადად როგორი კლიმატია თქვენთან და ახლა როგორი ტემპერატურაა? ბაღი რა მდგომარეობაშია და როგორ იცავთ მას ყინვების დროს?
- წვიმიანი და ნესტიანი ქვეყანაა. ზაფხულში უმეტესად ცხელა, მაგრამ მზე ხშირად არაა. ამიტომ რთულია მაგალითად პამიდვრის სათბურის გარეშე მოყვანა, რადგან პამიდორს ფოთლების სისტემატიური სისველე არ უყვარს, მაგრამ არსებობს უცხოური ჯიშებიც და მე ისინი მომყავს.
ახლა მართლაც შუა ზამთარი გვაქვს. ამ კვირაში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცა. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ქოთნის მცენარეები სახლში შეგვეტანა. კორონას გამო დაკეტილია მაღაზიები და ასე ჩქარა რეაგირება ვერ მოვახდინეთ. ახლა კი ყველაფერი თოვლშია და იმედი მაქვს ამ ყველაფერს დანაკარგის გარეშე გადავიტანთ.
- როგორც ვიცი ვაზიც გაქვთ. საკუთარი ყურძნით ღვინოსაც ხომ არ აყენებთ?
- ჩემი დიდი სურვილია, რომ მომავალ წელს იმდენი მოსავალი მქონდეს, ერთი ბოთლი ღვინის დაყენება შევძლო. ჩემი ვაზი ჯერ პატარაა, მაგრამ არც წელს ესხა ცოტა. ასე რომ, დიდი მოლოდინები მაქვს ჩემი და ჩემი ვაზის მიმართ.
- ოთხფეხა მეგობრებიც გყავთ?
- სამწუხაროდ, არც ოთხფეხა მეგობრები და არც ფრინველები არ გვყავს. საერთოდ ბაღში აკრძალულია ცხოველების ყოლა, რადგან ეს ნაკვეთები მხოლოდ ბაღ-ბოსტნისთვისაა განკუთვნილი და არა ნამდვილი სოფლის მეურნეობისთვის. აქაც არსებობს გამონაკლისები, მაგრამ ჩვენთან ეს არაა დაშვებული. როდესაც ბაღს ვარჩევდით, ვიყავით ქალაქის სხვადასხვა ბაღის ორგანიზაციაში. ზოგიერთში ძაღლის ყოლაც კი აკრძალული იყო, რომელიც პატრონთან ერთად სახლში წავიდოდა. ჩვენს ბაღში ასეთი მკაცრი კანონები არაა.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- წელს გეგმაში მაქვს, ახალი ჯიშის წიწაკა, პომიდორი და კომბოსტო გამოვცადო. ასევე სურვილი მაქვს გიგანტური გოგრის მოყვანის, მაგრამ ჯერ დარწმუნებული არ ვარ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ბოსტნეულს წელსაც მოვიყვან. ასევე მინდა ახალი ჯიშის მოცხარის გაშენება და ბაღის ვიზუალურად უფრო გალამაზება. გეგმაშია ბაღის სახლის ახლიდან გადახურვა, რასაც მე და ჩემი მეუღლე ერთად გავაკეთებთ. ბევრი გვინდა შევძლოთ, მთავარია ხელი მოგვემართოს.
მერი ბლიაძე

კომენტარები