როგორ მოვაწყოთ აგარაკზე საპირფარეშო ეზოში? შემოგთავაზებთ საინტერესო და ორიგინალურ იდეებს.
ყველამ კარგად ვიცით ქალაქგარეთ, აგარაკზე, ყველა სახლში არ ხერხდება საპირფარეშოს სახლში გაკეთება, საამისოდ ძალიან ხშირად არ არის კომუნიკაციები ან სხვა პრობლემებია, ასე რომ, ეზოს ე.წ. ტუალეტი, გვინდა თუ არ გვინდა, მაინც აქტუალურია.
თუმცა, თუ ადამიანი მოინდომებს, შეიძლება ეს პრობლემა ისე მოგვარდეს, რომ შედეგად მივიღოთ მოსახერხებელი საპირფარეშო, რომელიც საერთო ლანდშაფტსაც მოერგება და თქვენ წარმოიდგინეთ, დაამშვენებს კიდეც.
რიგში გავარკვიოთ რა უნდა ვიცოდეთ აგარაკის ეზოში საპირფარეშოს გაკეთების დროს.
საპირფარეშოს დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
შემდეგი პარამეტრები:
არანაკლებ 30 მეტრით უნდა იყოს დაშორებული ჭიდან, დონე სასმელ წყალზე აუცილებლად დაბალი უნდა იყოს.
არანაკლებ 8 მ-ით უნდა იყოს დაშორებული აბაზანიდან ან საშხაპიდან.
არანაკლებ ერთი მეტრით უნდა იყოს მოშორებული ყოვეგვარ ბუჩქნარს და 4 მ-ით - ხეებს.
არანაკლებ 5 მ-ისა უნდა იყოს დაცილება საცხოვრებელ ფართთან.
არანაკლებ 1მ დაშორება მეზობელ ნაკვეთთან.
ორმო უნდა იყოს იზოლირებული.
რაც შეეხება ზომას, ის დამოკიდებულია თავად კონსტრუქციაზე. მინიმალური ზომაა 1 მ სიგანე, 1,4 მ სიგრძე და 2,2 მ სიმაღლე. მილები განლაგებული უნდა იყოს არანაკლებ 50-70 სმ სიღრმეში.
აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული გრუნტის წყლების ფაქტორი.
და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, ნარჩენების უტილიზაცია.
საპირფარეშოს გაკეთების დროს აუცილებლად უნდა დატოვოთ ადგილი საიმისოდ, რომ კონსტრუქციას ადვილად მიუდგეს სპეციალური ასენიზატორული მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების უტილიზაციას.
რაც შეეხება დიზაინს, ეს თავად სახლის პატრონის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ჩვენის მხრივ შევეცდებით შემოგთავზოთ სხვადასხვა ვარიანტები.

კომენტარები