პატარა, გამწვანებული ეზო - ეს კერძო სახლის მთავარი ნაწილია, რომელიც მას განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს. პანდემიამ, რომელსაც უკვე მესამე წელია ვებრძვით, განსაკუთრებით დააფიქრა ადამიანები მყუდრო ბაღის მნიშვნელობაზე. ბევრი მიხვდა, რომ არაფერია უკეთესი, ვიდრე ლამაზად გამწვანებულ ეზოში ჰამაკში ნებივრობა ან მეგობრებთან ერთად გრილზე ბოსტნეულისა და ხორცპროდუქტების შეწვა.
თუმცა ეზოს მოვლა მარტივი ნამდვილად არაა და ის გარკვეულ დროსა და ენერგიასაც მოითხოვს. საწყის ეტაპზე კი მის მოსაწყობად არაერთი სამუშაოს განხორციელება და, შესაბამისად, უამრავი დეტალის გათვალისწინება მოგიწევთ. ჩვენი პრაქტიკული რჩევების დახმარებით შეძლებთ თქვენი ეზო ნამდვილ
ოაზისად აქციოთ.
ეს პრაქტიკული რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ ბაღი იდეალურად მოაწყოთ. დამატებითი რჩევებისთვის გამოიყენეთ „მებაღეობის სრული პრაქტიკული სახელმძღვანელო“, რომელიც „პალიტრა L-ის“ გამოცემაა და მასში თავმოყრილია 60-ზე მეტი პრაქტიკული და თანამიმდევრული საკითხი გამწვანებისა და ბაღის მოწყობის შესახებ.
წიგნი ძალიან დაეხმარება მათ, ვისაც ეზოში პატარა ოაზისის მოწყობა უნდა. ასევე, ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი გამოცემა - „მებაღეობის დიდი ენციკლოპედია“, რომელშიც ბაღთან ერთად ბოსტნის მოწყობისა და მოვლის საკითხები დეტალურადაა განხილული.
თუ სახლთან პატარა ბაღი გაქვთ, არ დაიზაროთ მისი მოწყობა და მოვლა, აუცილებლად აქციეთ ის თქვენი დასვენებისა და განტვირთვის, ასევე გართობის ადგილად. მალე თქვენი ბაღი არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი მეგობრების საყვარელი ადგილიც გახდება.

- ბაღის დაგეგმარებამდე გაარკვიეთ, თუ რომელ ნაწილში ჭარბობს მზის სინათლე და რომელია შედარებით მოფარებული ადგილი. ღია ბაღებში მარტივად შეგიძლიათ დაადგინოთ მზის ამოსვლისა და ჩასვლის მხარეები. ასე გაარკვევთ, რომელია ბაღის მზიანი და თბილი ადგილი (სამხრეთისკენ და დასავლეთისკენ მიმართული ტერიტორია) და რომელი - შედარებით გრილი და ჩრდილიანი (ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე). ბაღის სქემაზე მოხაზეთ ყველაზე მზიანი და ჩრდილიანი ადგილები. ამ მონაცემების მიხედვით კი გადაწყვიტეთ, რომელ ნაწილებში რომელ მცენარეებს მოაშენებთ.
- თუ ბაღი მოტიტვლებულ ადგილზეა, მაშინ მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ქარის ტურბულენტობას. გამძლე ხეები, ფოთლოვანი ბუჩქები და ცოცხალი ღობეები შესანიშნავი ქარსაცავი ობიექტებია, რადგან ისინი ჰაერის ნაკადის ფილტრაციას ახდენენ. მყარ ბარიერებს კი, როგორიცაა ღობე, შეუძლია კიდევ უფრო მეტი ტურბულენტობა გამოიწვიოს.
- კედლებისა და საზღვრების, როგორც ყველაზე თვალსაჩინო ობიექტების, ვიზუალური მხარის მოწესრიგება მეტად მნიშვნელოვანია საერთო ხედის მიმზიდველად წარმოჩენისთვის. კედლის ზედაპირები მცოცავი ლიანებითა და ბუჩქებით გაალამაზეთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინებაც: მოერიდეთ გამძლე მცოცავ ლიანებს, როგორიცაა გლიცინია, მთის კატაბარდა და ველური უსურვაზი, რადგან მათი ფორმის შენარჩუნება საკმაოდ შრომატევადია. თუ გამწვანებას კედლებისა და ფანჯრების წინ გეგმავთ, დატოვეთ თავისუფალი სამოძრაო ადგილი მცენარეების გასხვლისთვის, ფანჯრების გასაწმენდად. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მოსახსნელი ტრელაჟი – გისოსი ხვიარა მცენარეებისთვის.
- მცირე ზომის ეზოების დაგეგმარებისას, მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტი ადგილი არაფერში დაკარგოთ. ამ შემთხვევაში მცენარეების კედლებზე აკვრა გონივრული გზაა სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად. ეს ასევე კედლებისა და საზღვრების შენიღბვის კლასიკური ხერხია. ხვიარა მცენარე რბილი ზონრებით მიაბით. ნუ გამოიყენებთ გარსიან მავთულს. შესაძლოა, მათ მცენარის ღერო გადაჭრან. შედეგად, მცენარე წვენისგან დაიცლება და გახმება.
- ეზოს ინტერიერის მრავალფეროვნებისთვის გამოიყენეთ დეკორატიული გისოსები. გირჩევთ, გისოსი მიწიდან რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე ასწიოთ. ამით თავიდან აიცილებთ ხის მასალის ლპობას. მათ შესაღებად გამოიყენეთ ნაკლებხარჯიანი, სპეციალურად ღია სივრცისთვის განკუთვნილი ხის საღებავი. საქმეს ბევრად გაიმარტივებთ, თუ გისოსებს მათ დამაგრებამდე შეღებავთ.
- ბორდიურების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდ ქოთნებში ან კონტეინერებში ჩარგული ყვავილები. ეს საკმაოდ ეკონომიური და, ამავდროულად, ეფექტური მეთოდია. გამოიყენეთ ნიადაგის კომპოსტის ნაზავი, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი გამძლე მრავალწლიანი მცენარეებისთვის, ბუჩქებისა და ხეებისთვის, რადგან ეს ნაზავი წლების განმავლობაში მათ უნდა მოხმარდეს.