მალე ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული დადგება და ყველა ოჯახში ბზის ახალი ტოტი გაჩნდება. ყოველ წელს ვისმენთ მოწოდებებს, რომ გამეტებით არ გავჩეხოთ ეს უნიკალური მცენარე და ერთი პატარა ტოტით დავკმაყოფილდეთ. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ბზობას შინ მთელ კონას მივიტანთ თუ მხოლოდ ერთ ტოტს. იმისათვის, რომ ბზის გაჩეხვა არ დაგვჭირდეს, საუკეთესო გამოსავალია ბზის ბუჩქის შინ გახარება. ის არა მარტო ბზობას, მთელი წლის განმავლობაში გაალამაზებს თქვენს კარ-მიდამოს.
ბზა მრავლდება კალმით, თესლითა და გადანაწვენით. ბზა შეგიძლიათ ქოთანშიც გაზარდოთ და ეზოშიც დარგოთ.
ტემპერატურა ზომიერი სჭირდება, ზამთარში სიცივესაც კარგად
სინათლის მოყვარულია, უკეთესია, თუ მზის პირდაპირი სხივები სისტემატურად მოხვდება. ხშირი მორწყვა არ უყვარს. სანამ ნიადაგი კარგად არ გამოუშრება, ნუ მორწყავთ. ფოთლებს პერიოდულად დანამვაც უხდება.
ბზის გადარგვა მხოლოდ გაზაფხულზე შეიძლება. იგი ადვილად მოსავლელია და კიდევ უფრო ადვილად შეიძლება გასხვლის გზით მისთვის ფორმის მიცემა.
ბზა ნელა იზრდება, სამაგიეროდ მარადმწვანეა და მისი წყალობით, თქვენი ეზო სულ "ფორმაში" იქნება - მისგან ხომ შესანიშნავი დეკორატიული ბუჩქები გამოდის.
კომენტარები
how to get rid of black ants in my house: http://howtogetridofantsinhouse.ga/behind-the-movement-to-kick-chicago-out-of-illinois-the-pew-how-to-get-rid-of
Sink or swim lyrics
juventude