უჩვეულო და ლამაზი სათბურების იდეები

საკუთარი სათბური ნებისმიერი აგარაკის მფლობელის ოცნებაა. შემოგთაბაზებთ ვარიანტებს, თქვენ კი შეათვალიერეთ, როგორს ისურვებდით?

სათბური საჭიროა იმისათვის, რომ მცენარეს გაუგრძელდეს ვეგეტაციური პერიოდი, რაც იძლევა საშუალებას, მცენარე ბევრად ადრე გადარგათ, ვიდრე ღია გრუნტში, შესაბამისად, ადრეული მოსავალიც გარანტირებული გექნებათ.
სათბურის იზოლირებულ სივრცესა და საკუთარ მიკროკლიმატში ნაკლებია შანსი ტენისა და ტემპერატურის ცვალებადობის. არც მავნე მწერები ზემოქმდებენ მცენარეებზე და შესაბამისად მოსავალიც უხვი და ბარაქიანი არის ხოლმე.
სათბურის გაკეთება ქალაქში, კორპუსის ბინაშც კი არის შესაძლებელი. ეს გახლავთ სტაციონარული სათბური სპეციალური განათების და გათბობის სისტემით და იძლევა
საშუალებას, ზამთარში მოიყვანოთ მაგალითად ხახვი, მწვანილი და ა.შ.
სათბურის დამზადება სხვადასხვა ტიპის მასალისგან არის შესაძლებელი, ასევე - სხვადასხვა ფორმის. ის შეიძლება იყის მინის, პოლიეთილენის, პოლიკარბონატის, აკრილის და ა.შ.
თუ დიდი ხანია ოცნებობდით სათბურზე, დროა ჩანაფიქრი განახორციელოთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იყიდოთ გამზადებული, თუმცა შეგიძლიათ საკუთარი ხელითაც გააკეთოთ.















კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები