ლანდშაფტის დიზაინი ძალიან ბევრ ელემენტს მოიცავს. ტერიტორიის შემოღობვაც ამ ელემენტებს შორის არის, თუმცა, გარდა ამისა, ღობე ბევრ ფუნქციასაც ასრულებს, იქნება ეს ზონირება და ტერიტორიის დაცვა, პრივატულობის უზრუნველყოფა თუ მოჩრდილვა. მოდით ვნახოთ, როგორი შეიძლება იყოს ღობე და როგორი შეიძლება დაგჭირდეთ თქვენ.
სანამ ღობის გაკეთებას დაიწყებთ, პირველ რიგში აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ იმაზე, თუ რა დანიშნულება ექნება მას, რა ძირითადი ფუნქცია დაეკისრება.
ღობე შესაძლოა იყოს ზღუდე. ასეთი ღობე არ უნდა აღემატებოდეს 1.5 მ-ს და არ უნდა უჩრდილავდეს ტერიტორიას მეზობელს, თუმცა ქუჩ
პრივატულობის ხარისხი
ეს ძალიან ინდივიდუალური პარამეტრი გახლავთ. თუ არ მოსწონთ ხელისგულზე ყოფნა, გირჩევთ შეარჩიოთ ყველაზე დახურული, დაფარული კონსტრუქცია.
მომსახურების ხანგრძლივობა
თუ ღობე დროებითია, მაგალითად მშენებლობის მიმდინარეობისას გჭირდებათ, არჩევანი შეგიძლიათ შეაჩეროთ ბიუჯეტურ ტიპზე, ამ შემთხვევაში ხის ღობე ძალიან მყუდროდ და ესთეტიკურად გამოიყურება, თუმცა მაგალითად 10 წლის შემდეგ მისი შეცვლა დაგჭირდებათ. ყველაზე მდგრადი და გამძლე მასალა არის ლითონი, ბეტონი და ქვა.
ნარგავები
ნებისმიერი ღობე, მეტნაკლებად, წარმოქმნის ჩრდილს. მცენარეების და ხეების დარგვა-დათესვის დროს ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. ამიტომ, აუცილებლად მოამზადეთ გეგმა. თუ ნარგავებს უკვე გაქვთ, მაშინ გაითვალისწინეთ ეს ფაქტორი ღობის კონსტრუქციის შერჩევის დროს. რაც შეეხება თავად კონსტრუქციის ტიპს, ის შესაძლოა იყოს ყრუ ქვის, ბეტონის, ლითონის ან სხვა რაიმე მასალის, რომელიც უზრუნველყოფს აბსოლუტურ პრივატულობას, თუმცა ასეთი კონსტრუქციის გაკეთება ყოველთვის და ყველგან დასაშვები არ არის და მას სპეციალური ნებართვა სჭირდება.
გისოსებიანი
მას აქვს მჭიდრო გისოსების სტრუქტურა, რომელიც ვერტიკალურად არის განთავსებული გარკვეული დისტანციის დაშორებით. გისოსებს შორის წარმოიქმნება სინათლე. ყველაზე პოპულარული ვარიანტია ხის ან ლითონის გისოსები.
ჟალუზისებური
ეს ძალიან მოსახერხებელი კონსტრუქციაა. ის ფანჯრის ჟალუზის ტიპის არის. მისი წყალობით გარედან არაფერი ჩანს, ხოლო შიდა ტერიტორიიდან თავისუფლად მოჩანს ყველაფერი, რაც გარეთ არის.
კარკასული
ეს ტიპი ცოცხალი ღობის შესაქმნელად გამოიყენება. მსგავსი გადაწყვეტილებით შესაძლებელია ერთდროულად გქონდეთ საკმაოდ პრივატული და თან ლამაზი გარემო.
არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტია მასალა, რისგან იქნება დამზადებული ღობე.
ხე
ხე ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ვარიანტია ლანდშაფტის დიზაინის გაფორმების დროს. ის არის ეკოლოგიურად სუფთა, ლამაზი და უხდება ყველა სტილს. მისი უარყოფითი მხარე კი გახლავთ ის, რომ არ უყვარს წყალი და დროთა განმავლობაში განიცდის დეფორმაციას და ლპობას. ამიტომ, კარგი იქნება თუ ხეს სპეციალური საღებავით შეღებავთ, რომელიც თავიდან აგარიდებთ ამ პრობლემებს.
ლითონი
კიდევ ერთი ყველაზე გავრცელებულია ვარიანტია, რომელიც ყოველთვის დაფასებულია მისი მდგრადობიდან და გამძლეობიდან გამომდინარე. ერთადერთი პრობლემა ამ მასალასთან დაკავშირებით არის ის, რომ დროთა განმავლობაში შესაძლოა დაჟანგდეს, მაგრამ დღესდღეობით ჟანგის მოსაშორებელი უამრავი საშუალება არსებობს.
ქვა
ქვის ღობე საკმაოდ შთამბეჭდავად და მონოლითურად გამოიყურება. ეს სანდო დაცვა გახლავთ, რომელიც წარმატებით უძლებს დროს. გარდა ამისა, ქვა არ იწვის, ასე რომ, ხანძრის დროსაც შეინარჩუნებს თავის ფუნქციას. მის უარყოფით მხარეებს შესაძლოა მივაკუთვნოთ მხოლოდ მისი მაღალი ფასი და მძიმე წონა.
ბეტონი
მახასიათებლებით ბეტონი ძალიან ჰგავს ქვას. ზედაპირზე შესაძლოა გაუკეთდეს სხვადასხვა მასალის იმიტაცია. ბეტონი საკმაოდ ძვირადღირებული კონსტრუქციაა.
რაც შეეხება ღობის გაფორმებას, ის შესაძლოა გააფორმოთ სხვადასხვა ტიპის მცენარეებით, გადაღებოთ ან ასევე გაალამაზოთ განათებებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე თემატური დეკორი.