ეს სახლი ხეზე, ნამდვილად საოცნებო სახლია, არა მარტო ბავშვებისთვის. ის დალასშია და ბებია-პაპის საჩუქარია თავიანთი შვილიშვილებისთვის. სტივ და ჯერი ვეიკფილდებმა საგანგებოდ დაიქირავეს არქიტექტორი ჯეიმს კურვანი, რომელმაც ეს საოცრება შექმნა. ამიერიდან მოხუც ცოლ-ქმარს დიდი იმედი აქვს, რომ შვილიშვილები ხშირად ესტუმრებიან – ამ ზღაპრულ სახლში ვის არ მოუნდება მისვლა?
სახლი განსაკუთრებით ლამაზია საშობაოდ, როცა ათასფერად ირთვება.
სახლის ინტერიერი კი შეგიძლიათ დაწვრილებით იხილოთ ფოტოგალერეაში.
კომენტარები