ალბათ წარმოუდგენელია, მაგრამ ქალბატონმა იზა გაბიტაშვილმა ის ზღაპრული ბაღი, რომელსაც ჩვენი სტატიის საშუალებით დაათვალიერებთ, საკუთარი ხელებით, სრულიად მარტომ მოაწყო. ქალბარონი იზა გურჯაანში ცხოვრობს და ბაღის გაშენება 7 წლის წინ დაიწყო, მაშინ ყველაფერი რთულად ეჩვენებოდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ საოცარი ბაღნარის პატრონი იქნებოდა.
- შვიდი წელია, ჩემი ეზოს გალამაზებას ვცდილობ. დიდი შრომა და ენერგია ჩავდე ამ ბაღში. ენერგიის გარდა, ლამაზი ბაღის გაშენება დიდი თანხებთან არის დაკავშირებული. ყვავილებს ვყიდულობ, შემდეგ მე თვითონ ვამრავლებ. საკუთარი ხელებით ვაგროვებდი ქვებს, რომელიც საშენ
- ბაღის დიზაინი თქვენ გეკუთვნით თუ ვინმე გეხმარებოდათ?
- ბავშვობიდან ოცნებად მქონდა, ლამაზი ბაღი მქონოდა და ეს ოცნება ავიხდინე. ყველფერი ჩემი იდეით, სრულიად მარტომ განვახორციელე. ამ წლების განმავლობაში სულ რაღაცას ვცვლი, ვაახლებ. ბაღის გაშენება მარტივი არ არის. ზოგს ჰგონია, რომ ერთხელ გააკეთებ და მორჩა, მერე მთელი ცხოვრება ლამაზ ბაღს უყურებ. მას სისტემატიურად სჭირდება ხელის შევლება, სულ აქ დავფუსფუსებ, ვუვლი, ვასუფთავებ. ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
როცა ბაღის გაშენება დავიწყე, ძალიან რთულად მეჩვენებოდა ყველაფერი, მეგონა ვერ შევძლებდი ისეთი ბაღის გაშენებას, როგორზეც ვოცნებობდი. გზადაგზა ბევრი რამე ვისწვლე, გამოცდილება შევიძინე. ახლა უკვე ვიცი, რომელ ყვავილს რა პირობა უნდა შევუქმნა, ჩრდილში უნდა დავრგო თუ მზის გულზე, სად რომელი მცენარეები დავაჯგუფო და ა.შ.
მინდა დამწყებ მებაღეებს მოვუწოდო, ნუ შეუშინდებიან სირთულეებს. ისეთი რამ არ არსებობს, რაც ადამიანის ხელიდან არ გამოვა. დღეს თუ არა ხვალ ჩვენი შრომა ნაყოფს გამოიღებს და მარტო ჩვენ კი არა, ჩვენს გარშემო მყოფებსაც მიანიჭებს სიამოვნებას, სიხარულს.
- ალბათ ძირითად დროს ამ ბაღში ატარებთ...
- დიახ. ამ ბაღს ძალიან დიდ დროს ვუთმობ. ჩემი დილა ყვავილების მოვლით იწყება. მარადმწვანე მცენარეებს ვანიჭებ უპირატესობას, წელს დიდი რაოდენობით მქონდა შროშანები. ჩემი ყვავილების დათვლა და ჩამოთვლა შეუძლებელია, ძალიან ბევრი სახეობის და ჯიშის მცენარე მაქვს. როცა ყვავილებს ვუვლი, ჩემი შვილიშვილი სულ თან დამყვება. მინდა მასაც ჩავუნერგო მცენარეების, ბუნების სიყვარული და შემდეგ ჩემი საქმიანობა მან გააგრძელოს.
მერი ბლიაძე
კომენტარები